გორის ბაზრთან ავტომანქანების გაჩერება და სიგნალი შეიზღუდება

583

“გაჩერება აკრძალულია“ და “ხმოვანი სიგნალი აკრძალულია“ – ეს ის საგზაო ნიშნებია, რომლებიც მალე “გეორგია 21-ის” მიმდებარე ტერიტორიასთან განთავსდება – ეს საკითხია, რომელიც გორის საკრებულოს წევრებმა 11 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცეს. ინფორმაციას რადიო მოიზაიკა ავრცელებს.

ჯავახიშვილის და მუსხელიშვილის ქუჩების კვეთაზე ამ შეზღუდვების შემორება, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, გადაწყდა.

ადგილობრივი ხელისუფლებისათვის გაგზავნილ მოთხონაში მოსახლეობა განმარტავს, რომ ბაზრის არსებობის გამო, მათ საცოვრებლე სახლებთან მუდმივი ქაოსია.

“საცხოვრებელ სახლებთან მიმდებარე ბაზრის გამო, ღამის საათებში აღნიშნულ ქუჩაზე იქმნება საცობები, რითაც შეწუხებულია მოსახლეობა და ითხოვენ ა. ჯავახიშვილის და ნ. მუსხელიშვილის ქუჩების კვეთაზე დაიდგეს შემდეგი ნიშნები, დგომა აკრძალულია და ხმოვანი სიგნალი აკრძალულია“, – ნათქვამია განკარგულებაში.

აღნიშნული შეზღუდვა საღამოს 24:00 საათიდან დილის 9:00 საათამდე გავრცელდება. ეს შეზღუდვა არ შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას ვინც ამ ქუჩაზეა რეგისტრირებული.