გორის საპატიო მოქალაქის წოდება 15 ადამიანს მიენიჭა

1178

საპატიო გორელი წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 15 ადამიანს მიენიჭა, – განმარტავენ გორის მერიაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული ტიტული მიენიჭა მშენებელ ვახტანგ ყანჩაველს, პედაგოგებს სესილი ხუციშვილსა და ცირა ჯაჯანიძეს, ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს თინათინ სოსანიძეს, მწერალ ვაჟა შაქარაშვილს, სპორტსმენს თენგიზ ხუბულურს, გორის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი სოსიაშვილს, კულტურის განყოფილების ხემძღვანელს რობერტ მაღლაკელიძეს, სპორტის ოსტატსა და მწერალს გერონტი გოგინაშვილს, კულტურის მოღვაწეს დავით ქიტიაშვილს, ექიმს გურამ მაჩაიძეს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს სევერიან ქარელს, ვეტერან ფეხბურთელს ჯემალ რაზმაძეს, ძეგლთმცოდნე პაატა ბესტავაშვილს და შინდისელ ელექტრიკოსს, რომელიც აგვისტის ომის დროს მხარში დაუდგა შინდისის გმირებს – ბადრი ხუციშვილს.