გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სტალინის გამზირზე N33-ს კორპუზის ეზოში, დასასვენებელი ტერიტორიის და სპორტული მოედნის მოსაწყობად 54 257 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კორპუსის ეზოში როგორც სპორტული მოედანი, ასევე, ფიტნესის ტრენაჟორები და ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები მოეწყობა.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების დასრულება 45 დღის ვადაში მოუწევს.