„მარნეულში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო დღემდე დაჯარიმდა 135 მოქალაქე“ - ეს განცხადება 6 აპრილს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ნავერიანმა გააკეთა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
ნავერიანს არ დაუკონკრეტებია თუ რა სახის ჯარიმებზეა საუბარი და მათ შორის რამდენია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დაწერლი ჯარიმები. საკრებუულოს თავმჯდომარის მოადგილე დაგვპირდა, რომ მონაცემებს მოგვიანებით მოგვაწვდიდა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ...
შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის გადახდის ვადა 30 დღე არის. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ჯარიმის გასაჩივრება აჩერებს გადახდის ვადას განხილვის დასრულებამდე. შსს-ს ინფორმაციითვე, საგანგებო მდგომარეობისპირობებში პირს გასაჩივრების უფლება არ ეზღუდება, თუმცა გასაჩივრება შეუძლია საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაშიც.
"პირი უფლებამოსილია დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივროს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პირს გასაჩივრება არ ეზღუდება....
წინა სტატია
ონის მუნიციპალიტეტის მერის, ემზარ საბანაძის თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეიმუშავეს. პეტიციის ავტორი ანა ბაქრაძეა და მან ის გუშინ პორტალზე manifest.ge გაავრცელა.
"მოსახლეობის დიდი სურვილით, ვქმნით პეტიციას მოთხოვნით: დაბრუნდეს ემზარ საბანაძე ონის მერად! ჩვენ გვიყვარს ონი!!!" - წერია პეტიციაში, რომელსაც ამ დროისთვის 1021 ადამიანი აწერს ხელს.
საბანაძემ თანამდებობა 5 აპრილს დატოვა. მისი გადადგომა საკრებულომ ცნობად უკვე მიიღო და კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილება...
წინა სტატია
ახალი კორონავირუსი რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეორე შვილსაც დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პაციენტი თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
თავდაპირველად კორონავირუსი დაუდასტურდა რუსთავის საკრებულოს წევრის დედას, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. მოგვიანებით, ვირუსი რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას დაუდასტურდათ. ასევე ვირუსით დაინფიცირდა საკრებულოს წევრის ერთი შვილიც. დღეს კი ვირუსი ოჯახის კიდევ ერთ წევრს დაუდასტურდა. საერთო ჯამში, აღნიშნულ ოჯახში კორონავირუსი 5 ადამიანს...
წინა სტატია
კორონავირუსის პრევენციისათვის მარნეულის მერიის სარეზერვო ფონდიდან დამატებით 200 000 ლარი გამოიყო. ამის შესახებ ინფორმაცია 6 აპრილს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა თქვა და საკითხი განსახილველად გამოიტანა.
“200 000 ლარს დავამატებთ სარეზერვო ფონდიდან. ჯამში გამოდის, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად 300 000 ლარი გამოიყო. ეს თანხა (200 000) ბიუჯეტში გათვალისწინებული გვქონდა სოფელ იმირში გადაჭრილი გორის გადახურვისთვის. გადახურვის თანხამ...
მარნეულის გახსნა და საკარანტინო რეჟიმის გაუქმება, ამ ეტაპზე, არ იგეგმება ბოლო დღეებში, რაც მარნეულის ჩაკეტვიდან ორი კვირა გავიდა, მოსახლეობაში ჩნდება კითხვები კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს საკარანტინო ზონაში ყოფნა და როდის შეძლებენ აქ ჩარჩენილი ადამიანები მუნიციპალიტეტიდან გასვლას. იმავე შინაარსის კითხვა დაისვა 6 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე რადიო „მარნეულის“ "ფეისბუკის" ლაივის დროს. განმარტება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ნავერიანმა და მერის მოადგილემ ლაშა...
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ე.წ სტამბოლის აგრარული ბაზარი სრულად დაიხურა. ამის შესახებ ტვ4 წერს.
შეგახსენებთ, ბაზრის სრულად დახურვამდე, ტერიტორიაზე მოვაჭრეების ნაწილი მუშაობას აგრძელებდა – ფუნქციონირებდა სასურსათო მაღაზიები.
ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აგრარული ბაზრის სრულად დაკეტვის გადაწყვეტილება კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად დაიხურა. დღეს ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა თბილისშიც.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31...
მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანიას გორის მარკეტები შეუერთდნენ. შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციისა და „წითელი ჯვრის“ ორგანიზებით, გორში მდებარე მარკეტებში აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა, კამპანიას შეუერთდნენ და თანამოქალაქეების დახმარებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ.
აქციის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, შეიძინოს პროდუქტები, რომელსაც „წითელი ჯვრის” მოხალისეები ადგილზე გაუწევენ რეკომენდაციას და „წითელ ჯვრის“ კუთხეში დატოვონ. მოგროვილი პროდუქტები მოხალისეების...
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა.
როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულება 40-მდე საწარმოში გადამოწმდა.
„გუშინ დავიწყეთ ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების მონიტორინგი სამუშაო ადგილებზე....
წინა სტატია
გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მერიის თანამშრომლებს პრემიები დაურიგა, მუნიციპალიტეტის მერიაში პასუხობენ. მერიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტება – მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულ სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით
მიგვაჩნია, რომ საინფორმაციო საშუალებებით მოსახლეობისათვის მიწოდებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არასრულია, ასევე გაჯერებულია არასწორი შეფასებებით და ინტერპრეტაციით.
გაცნობებთ, რომ დანამატები გაცემულია ახალი...
აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში სასწავლო პროცესი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20 აპრილამდე გადაიდო. ამის შესახებ ე.წ. მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული.
უფრო ადრე, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების რისკის პრევენციულ რამდენიმე ღონისძიებას ითვალისწინებს. მათ შორის ერთ-ერთი იყო ბაღებში, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესის 30 მარტამდე შეჩერება.
სოხუმის მტკიცებით, მათ არ ჰყავთ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები. თუმცა რამდენიმე ქალაქში,...
გურიის რეგიონში მოძრავმა „სასურსათო მაღაზიებმა“ დაიწყო მუშაობა.
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, სადაც მაღაზია არ ფუნქციონირებს და ადგილობრივებს ტრანსპორტით გადაადგილება უჭირთ, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში, მოსახლეობას მოძრავი „სასურსათო მაღაზია“ ადგილზე მოემსახურება.
მაღაზიების მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვთ, სახლიდან გაუსვლელად სხვადასხვა სახის პროდუქტი შეიძინონ.
ოზურგეთის სოფლებში სასურსათო პროდუქტის დარიგების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის აღჭურვის პროცესს დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია გაეცნო.
მოწერელია კლინიკაში თავის პირველ მოადგილე მალხაზ თორიასთან, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ედიშერ თოლორაიასთან და მუნიციპალიტეტის მერ გიორგი შენგელიასთან ერთად იმყოფებოდა.
რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კლინიკა ერთდროულად 100 პაციენტის მიღებას შეძლებს.
„რუხის სამედიცინო ცენტრს სამ დღეში უკვე შეეძლება კარანტინზე გადასაყვანი მოქალაქეების მიღება, შემდეგ ეტაპზე კი, ცენტრი დაყოვნების რეჟიმზე მყოფი მოქალაქეებისა და ინფექციური პროფილის პაციენტების...
ქობულეთში, მემედ აბაშიძის 116-ნომერში შესახლებული მეწყრის შედეგად დაზარალებული, სოციალურად დაუცველი 8 ოჯახი, წლებია ერთი მრიცხველით სარგებლობს. მათ დაახლოებით 700-800 კილოვატი ელექტრო ენერგია აქვთ გახარჯული და მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათით ვერ სარგებლობენ. ისინი ცალ-ცალკე მრიცხველების დამონტაჟებას ან ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
სიტუაციას ადგილზე ქობულეთის მერი გაეცნო. მირიან ქათამაძე შესახლებულებს ვითარების გარკვევას და დახმარებას დაჰპირდა....
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის...
ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანია „თბილისი ენერჯი“, დედაქალაქში გაზმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით, ასევე დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით განაგრძობს.
კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დღეს 430 მეტრი სიგრძის გაზსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, დედაქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ მონაკვეთზე, გაზის მილები სრულად შეიცვალა, რომლებიც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































