ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტი მთავარ საგარეო საფრთხედ საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიას ასახელებს. დეფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ჩამოთვლილია საქართველოს ის ტერიტორიები, სადაც დაინფიცირების ფაქტები გამოვლინდა. მასში ასევე აღნიშნულია, რომ დაინფიცირებულთა შორის, არიან ის პირებიც, რომლებიც ადრე ახალგორის რაიონში ცხოვრობდნენ და ამჟამად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. „არსებობს ყოველგვარი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას უმალავს კორონავირუსის...
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, დიალიზის პროგრამით მოსარგებლე, დაუნის სინდრომის, 0 – 7 წლამდე ასაკის აუტისტური სპექტრის აშლილობის და ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსების ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს, ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი თანხა გაუორმაგდათ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელის, სოფიო ქუმსიაშვილის განცხადებით, 72 ბენეფიციარი თანხას მიმდინარე თვიდან მიიღებს. ,,საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ 72 ბენეფიციარისთვის გაგვეორმაგებინა აღნიშნული თანხა. ეს...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 158 ფაქტი გამოავლინა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად...
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ 19“-ით პირის ინფიცირების ფაქტს ადასტურებს. მისი განცხადებით, დაინფიცირება მოსალოდნელი იყო და მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ადგილზე პრევენციის დადგენილი პროტოკოლით იმოქმედებენ. ციხელაშვილი, საქართველოს ხელისუფლების სახელით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა დასახმარებლად. „ის, რომ შემთხვევა დადასტურდა აფხაზეთის რეგიონში, რა თქმა უნდა, არ არის მოულოდნელი. ცხადია, როცა საფრთხეებზე ვსაუბრობთ, ამის ალბათობა...
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია აფხაზეთის ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკზე დაყდნობით წერს. მათი ცნობით, ინფიცირებული პაციენტი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ინფიცირებული გაგრის მცხოვრებია და მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „კოვიდ-19“-ზე 86 ადამიანი შეამოწმეს, თუმცა, არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა. ოუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.  სასწავლო პროცესი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში 20...
სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი დაიწყო. ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის მშენებლობის პროექტზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისა და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდნენ, სადაც, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესს გაეცნენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“,...
თუ იქნება აუცილებლობა, რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, საკომენდანტო საათი, ეს აუცილებლად გაკეთდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა. „ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება შიდა გადაცემის პროცესი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ამ პროცესებს და უნდა დაველოდოთ. ამ ეტაპზე რთულია საუბარი. თუ იქნება აუცილებლობა, რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, საკომენდანტო საათი, ეს აუცილებლად...
თბილისის მერია უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი გადასასვლელის ხიდის მოწყობისთვის ელექტრონულ ტენდერს აუქციონის გარეშე აცხადებს. ხიდის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 48 მილიონ 101 092 ლარია. სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 3 (სამი) წელი, ხოლო დაფინანსების წყარო - 2020-2021-2022 წლების თბილისის ბიუჯეტია. წინადადებების მიღება 22 აპრილს დაიწყება და 27 აპრილს 12:00 საათზე დასრულდება. შეთავაზების კლების ბიჯი 240 505 ლარია, გარანტიის...
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის გადაადგილების საკონტროლო პუნქტებზე მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კონტროლის წესები შეიცვალა. უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო ექიმები მგზავრებს თერმოსკრინინგს მანქანაშივე უტარებენ. „მხოლოდ ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში უწევს მოქალაქეს განმეორებითი თერმოსკრინინგი საგუშაგოებთან მდებარე საველე სამედიცინო პუნქტებში. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში კი, სამხედრო ექიმები მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ამუშავებენ, მის კონტაქტებს არკვევენ და ინფორმაციას დასავლეთ...
შემდეგი სტატია არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამშაბათს გვიან ღამით გაავრცელა. საქართველოს პირველი არხის ცნობით, განცხადებას წასვლის შესახებ ჭიღვარია დღეს, ოთხშაბათს დაწერს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ჭიღვარიას გადაწყვეტილების მიზეზი. ნიუპრესი წერს, რომ გიორგი ჭიღვარიას სანაცვლოდ ქუთაისის წერეთლის უნივერიტეტში, რომლის პროფესორიცაა, თანამდებობას სთავაზობენ. ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, ოფიციალური წყაროები არ ადასტურებენ. ოპოზიციის ვარაუდით, ცვლილებები მომავალ არჩევნებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ გიორგი...
საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს საგაგებო უფლებებსაც კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც და მე ხაზგასმით ვამბობ, რომ პური არ უნდა გაძვირდეს, - ეს განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, დღეს ამ თემაზე ასოციაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ხორბლის ფასის მცირედ მერყეობას სახელმწიფო დაასუბსიდირებს. „პურის ფასი არ უნდა გაიზარდოს, ამას ხაზგასმით ვამბობ და ეს...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი განმარტავს, თუ ვის არ შეეძლება აგრარულ ბაზრებში ვაჭრობა. მისი განცხადებით, შეზღუდვები შეეხება კონკრეტული დაავადებების მქონე ადამიანებსა და 70 წელს გადაცილებულ პირებს. „თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოცემულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ სტანდარტებში, ისინი შეძლებენ ფუნქციონირებას. სტანდარტით გათვალისწინებულია მთელი რიგი მოთხოვნები, რომელიც წარედინება აგრარული ბაზრების ადმინისტრაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული...
ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, რომელიც კომპანია ,,Caucasian Metals Terminal”, დამფუძნებელია, თავის პარტნიორ შვეიცარულ-ავსტრიული კომპანია „Industrial Minerals”-თან ერთად, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა. „COVID-19 არის მსოფლიოს ახალი გამოწვევა, რომელთანაც ბრძოლა ჩვენს ქვეყანასაც უწევს. საქართველოს მთავრობის მყისიერი ღონისძიებებით, კორონავირუსის გავრცელების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ მან მაინც შეძლო ზიანი მიეყენებინა ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნისათვის. ეს არის ჩვენი მცირედი შენატანი, რომელიც მოხმარდება...
აგრარული ბაზრის ფუნქციონირება შესაძლებელია სეს-ის სტანდარტით. რომელიც  შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ სეს-ის სტანდარტს გააგრძელებენ მუშაობას, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დავითაშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრების ნაწილი გამონაკლისის სახით იფუნქციონირებს. „იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ დღე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იცვლება, გადაწყვეტილებები მიიღება სწრაფად და ადეკვატურია იმ რისკიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს, მათ შორის, გათვალისწინებულია ექიმების მნიშვნელოვანი რეკომენდაცები....
ნავთლუღის აგრარული ბაზრის დირექტორის, სულიკო ადუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ბაზრის შესაძლო დაკეტვის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ. მისივე თქმით, არსებობს კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაწერილი რეგულაციები, რომლის შესრულების შემდეგაც ბაზარი გაიხსნება. „საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა თუ არა, მაშინვე ვიყავით ინფორმირებულები, რომ შესაძლოა, მომხდარიყო ბაზრის დაკეტვა. ეს ყველაფერი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ხდება. ბაზართან დაკავშირებით დიდი ხანია, გადმოგვეცა მთავრობისგან დადგენილება, სადაც მითითებულია ყველა ის რეგულაცია,...
გლდანში კორონავირუსის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად კრანტინშია. მეზობლების ინფორმაციით, კორპუსში სადაც დევნილები ცხოვრობენ, ერთი ოჯახის 3 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც სამართალდამცველებმა კორპუსის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. კორონავირუსი 35 წლის კაცსა და მის მშობლებს დაუდგინდათ. ანალიზები კაცის მეუღლეს და მცირეწლოვან შვილსაც აუღეს და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მეზობლების ინფორმაციით, ინფიცირებულ პირებს სიმპტომები არ აღენიშნებოდათ და ისინი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ