არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს

800

შემდეგი სტატია

არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამშაბათს გვიან ღამით გაავრცელა.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, განცხადებას წასვლის შესახებ ჭიღვარია დღეს, ოთხშაბათს დაწერს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ჭიღვარიას გადაწყვეტილების მიზეზი.

ნიუპრესი წერს, რომ გიორგი ჭიღვარიას სანაცვლოდ ქუთაისის წერეთლის უნივერიტეტში, რომლის პროფესორიცაა, თანამდებობას სთავაზობენ.

ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, ოფიციალური წყაროები არ ადასტურებენ.

ოპოზიციის ვარაუდით, ცვლილებები მომავალ არჩევნებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ გიორგი ჭიღვარიამ “ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი უკვე დატოვა.

გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერად 2017 წელს აირჩიეს. ის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.