მერების გადადგომა გრძელდება. ბოლო ორ თვეში კასპის, თერჯოლის, ონის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერებმა თანამდებობები დატოვეს.
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია თანამდებობიდან დღეს გადადგა. მისი განცხადებით, პოსტს პირადი გადაწყვეტილებით ტოვებს, თუმცა, წასვლის მიზეზებზე არ უსაუბრია.
5 აპრილს დაკავებული თანამდებობა ონის მერმა ემზარ საბანაძემაც დატოვა. მასთან ერთად წავიდა მერის პირველი მოადგილეც. ამ დრომდე არც ონის ყოფილ მერს გაუკეთებია განმარტება, თუ რატომ გადადგა.
ასევე, პირველ აპრილს...
სოხუმში პნევმონიით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდა თუ არა მას კორონავირუსი.
კორონავირუსთან დაკავშირებით აფხაზეთში შექმნილი ოპერატიულ შტაბის ცნობით, გარდაცვლილს კორონავირუსზე ანალიზი უკვე აუღეს და პასუხს ელოდებიან. ამის შესახებ სპუტნიკ აბხაზია წერს.
შტაბის ცნობით, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტი 8 აპრილის ღამით, უმძიმეს მდგომარებაში მოათავსეს, თუმცა, სამედიცინო დამხარების მიუხედავად, ის გარდაიცვალა.
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოში 3...
წინა სტატია
გიორგი ჭიღვარიას სურვილი ჰქონდა, რომ აკადემიურ საქმიანობაში დაბრუნებულიყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მიერ თანამდებობის დატოვებას.
მდინარაძემ მას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის გუნდის ღირსეული წევრია.
„გიორგი ჭიღვარია არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი. მინდა მას მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. როგორც ჩემთვის ცნობილია, მას სურვილი ჰქონდა, რომ აკადემიურ...
წინა სტატია
გიორგი ჭიღვარიას არ უნდოდა განცხადების დაწერა და აიძულეს, მიეღო ეს გადაწყვეტილება - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე გიგა შუშანია. მისი განცხადებით, მისი ჩამოშორება "ქართულ ოცნებას" დიდი ხნის გადაწყვეტილი ქონდა და შესაფერის მომენტს ელოდა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
"შეუსრულებელი პროექტებისა და ცნობილი სკანდალების გამო "ქართული ოცნება" დიდი ხანია გეგმავდა მის გაშვებას, მაგრამ ეს რომ არ დაბრალებოდა ოპოზიცის და...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ ქუთასის ოფისში გიორგი ჭიღვარიასგან გადადგომის მიზეზის განმარტებას ითხოვენ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალაქის არჩეულმა მერმა საზოგადოებას უნდა აუხსნას რატომ დატოვა პოსტი, მით უფრო, რომ ეს მოხდა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე.
„საზოგადოებისათვის უცნობია ის მიზეზები რატომ დატოვა პირდაპირი წესით არჩეულმა მერმა საგანგებო მდგომარეობის დროს თანამდებობა. ბატონი გიორგი, როგორც არჩეული მერი, ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს ცნობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება.
”ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები საბერიკაცოს მასივზე მიმდინარეობს. ხე-მცენარეებისაგან და ნატანი მასისგან არხის 2600 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს. აღდგენილი სისტემით დაახლოებით...
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერსა და მის მოადგილეებს ხელფასი გაეზარდათ. მერის ხელფასი, რომელიც 2650 ლარს შეადგენდა, ახალი დადგენილებით 3070 ლარი იქნება.
მერის პირველი მოადგილე 1700 ლარის ნაცვლად, 1980 ლარს აიღებს, ხოლო მერის მოადგილე 1500 ლარის ნაცვლად 1700 ლარს.
შესაბამისი ცვლილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის დადგენილებაში შევიდა და გამოქვეყნებისთანავე უკვე ძალაშია.
რაც შეეხება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურში დასაქმებულებს, ხელფასი უფროს სპეციალისტებსაც გაეზარდათ...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე “ნეტგაზეთის” კითხვაზე თუ რა რეჟიმი მოქმედებს გლდანში მდებარე დევნილთა დასახელბაში, სადაც ერთ-ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს COVID-19 დაუდგინდა, ამბობს, რომ ამ შენობაში მცხოვრები პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
რაც შეეხება ზომებს, რომეიც ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში იყო მიღებული და რომელთა შესახებაც ამირან გამრყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს რეკომენდაცია არ გაუცია, მინისტრის თქმით, საჭირო ღონისძიებების ჩატარების გასამარტივებლად...
ამ ეტაპისთვის საქართველოში დამატებით შემოსულია 10 000 ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, ხოლო გზაშია კიდევ 18 000 ცალი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ანტისხეულების 4 000 ტესტი უკვე საქართველოშია, ხოლო ამავე ტიპის 20 000 ტესტი გზაშია. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ამ ეტაპზე ქვეყანაში მათი რაოდენობა 2 000-ია, თუმცა, როგორც მინისტრმა...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რატომ არ აღმოჩნდა ამ დრომდე ონლაინგაყიდვები სახელმწიფოს მიერ ნებადართული საქმიანობების სიაში.
მინისტრის თქმით, ამ დროისათვის სახელმწიფო უფრო კონკრეტული საწარმოებისა და კომპანიების შემოწმების გზით მიდის და არა დარგების დაშვების.
ნათია თურნავას თანახმად, იგივე მიდგომა გავრცელდება ონლაინგაყიდვების მიმართაც და ბიზნესის ამუშავების შესატყვისობის სტანდარტების დაცვის მდგომარეობაზე ინდივიდუალური კომპანიები შემოწმდება:
„ამ ეტაპზე ჩვენ მივდივართ კონკრეტული საწარმოების შემოწმების...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ყველა ცვლილება უკავშირდება იმას, რომ სიტუაცია გაჯანსაღდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
„თუ იყო გარკვეული პრობლემები სხვადასხვა მიმართულებებით, უნდა გამოსწორდეს და ახალი ენთუზიაზმით, ახალი სისხლით და შემართებით განხორციელდეს სხვადასხვა სამუშაოები და პროექტები“, - განაცხადა კალაძემ.
შეკითხვაზე, იყო თუ არა გუნდის მხრიდან ჭიღვარიას მიმართ პრეტენზიები, კალაძემ განაცხადა,...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მასშტაბით ყველა სადარბაზოში დეზინფექციის ჩატარება შეუძლებელია. ასე უპასუხა კახა კალაძემ კითხვას, რატომ არ მოხდა თემქაზე კონკრეტული სადარბაზოს დეზინფექცია კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ.
მისივე თქმით, თუ იქნება მიმართვა და საჭიროება, რომელიმე ერთი ლოკაციის დეზინფექციისთვის, თბილისის მერია შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებს. მერის განმარტებით, თემქის შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართვა არ ყოფილა.
ამასთანავე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მასშტაბით ჯამში 50-60 ქუჩაზე ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
„თქვენ იცით, რომ...
მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შესაბამისი პირობებით, არ ეზღუდება ფუნქციონირება. ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ მთავრობის №222 დადგენილებაშია აღნიშნული.
მთავრობის №222 დადგენილების თანახმად, ცვლილება შედის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ეკონომიკური სუბიექტების საქმინობას განსაზღვრავს.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალს დაემატა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი,...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შრომის ინსპექციასთან ერთად 76 კომპანია შემოწმდა, მათგან 40-ს საქმიანობა ჰქონდა შეჩერებული. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 40-დან 26-ს საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცა, 14-ს კი ხარვეზები დაუდგინდა და მათ გამოსასწორებლად დრო მიეცა.
“ბიზნესის ადაპტაციის პროცესი მიმდინარეობს გეგმაზომიერად და საკმაოდ წარმატებით. 6-7 აპრილის განმავლობაში ჩვენი და შრომის ინსპექციის გაერთიანებული ძალებით მოხერხდა 76 კომპანიის...
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებული იქნა იგივე რეგულაცია, რაც საქართველოს დანარჩენ ცხრა მუნიციპალიტეტში მოქმედებს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩატარდება პროაქტიური თერმოსკრინინგი, ასევე მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნტქები.
„დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრების მორიგი სხდომა ჩატარდა, თუმცა განსხვავებულ, ტელეკონფერენციის ფორმატში იყო სხდომა ჩატარებული და მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება.
როგორც თქვენთვის ცნობილია,...
საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოში კონტროლის გამკაცრების ზომა და ხარისხი დაეყრდნობა იმ ვითარებას, რაც კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იარსებებს. ასე უპასუხა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის შემდეგ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, რომელიც რომელიმე ახალი რეგიონის საკარანტინო ზონად გამოცხადებას ან მის ჩაკეტვას შეეხებოდა.
„ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას და იმ ვითარებას, რაც იარსებებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში. გამკაცრების ზომა, გამკაცრების ხარისხი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































