მდინარაძე: გიორგი ჭიღვარიას სურვილი ჰქონდა, რომ აკადემიურ საქმიანობაში დაბრუნებულიყო და ამ სურვილის რეალიზაცია მოხდა დღეს

644

წინა სტატია

გიორგი ჭიღვარიას სურვილი ჰქონდა, რომ აკადემიურ საქმიანობაში დაბრუნებულიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მიერ თანამდებობის დატოვებას.

მდინარაძემ მას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის გუნდის ღირსეული წევრია.

„გიორგი ჭიღვარია არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი. მინდა მას მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. როგორც ჩემთვის ცნობილია, მას სურვილი ჰქონდა, რომ აკადემიურ საქმიანობაში დაბრუნებულიყო, სადაც ის ადრე იყო. ამ სურვილის რეალიზაცია მოხდა დღეს და ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. მას მხოლოდ და მხოლოდ მადლობას გადავუხდი და შემდგომ საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებ,“ – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი ჭიღვარიამ დღეს ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა. მანვე აღნიშნა, რომ პოლიტიკიდანაც მიდის.