„საერთაშორისო გამჭვირვალობა” გიორგი ჭიღვარიაზე: უნდა გააკეთოს განმარტება გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით

639

წინა სტატია

შემდეგი სტატია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ ქუთასის ოფისში გიორგი ჭიღვარიასგან  გადადგომის მიზეზის განმარტებას ითხოვენ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალაქის არჩეულმა მერმა საზოგადოებას უნდა აუხსნას რატომ დატოვა პოსტი, მით უფრო, რომ ეს მოხდა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე.

„საზოგადოებისათვის უცნობია ის მიზეზები რატომ დატოვა პირდაპირი წესით არჩეულმა მერმა საგანგებო მდგომარეობის დროს თანამდებობა.  ბატონი გიორგი, როგორც არჩეული მერი, ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე მიზეზებზე ისაუბროს. მიგვაჩნია, რომ მან უნდა გააკეთოს განმარტება გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით და ამომრჩეველმა უნდა იცოდეს რატომ დატოვა მის მიერ არჩეულმა მერმა თანამდებობა“,– ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი ლელა მოწონელიძე.

გიორგი ჭიღვარიამ მერის პოსტი დღეს დატოვა. მას წასვლის მიზეზებზე არ უსაუბრია.