კალაძე ქუთაისის მერის გადადგომაზე: ყველა ცვლილება უკავშირდება იმას, რომ სიტუაცია გაჯანსაღდეს

1324

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ყველა ცვლილება უკავშირდება იმას, რომ სიტუაცია გაჯანსაღდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

„თუ იყო გარკვეული პრობლემები სხვადასხვა მიმართულებებით, უნდა გამოსწორდეს და ახალი ენთუზიაზმით, ახალი სისხლით და შემართებით განხორციელდეს სხვადასხვა სამუშაოები და პროექტები“, – განაცხადა კალაძემ.

შეკითხვაზე, იყო თუ არა გუნდის მხრიდან ჭიღვარიას მიმართ პრეტენზიები, კალაძემ განაცხადა, რომ პრეტენზიები არ ყოფილა.

„პრეტენზიები ზოგადად ისეთი არაფერი, ალბათ საჭიროა განახლება და უფრო მეტი ენთუზიაზმი და უფრო მეტი შემართება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ დაკავებული თანამდებობა ონის მერმა ემზარ საბანაძემაც დატოვა. მასთან ერთად წავიდა მერის პირველი მოადგილეც. ამ დრომდე ონის ყოფილ მერს არ გაუკეთებია განმარტება, თუ რატომ გადადგა.