ქალაქ გორში 700-მდე მცხოვრებლისთვის წყლის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათი ცნობით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს პრემიერმინისტრის მეთაურობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს. წალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ ამჯერად, ქალაქ გორში ბარნოვის ქუჩაზე წყალმომარაგების საუბნო ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყეს, რომელიც წლებია განახლებას საჭიროებდა. „აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები 24...
ქალაქ ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა მიქელაძემ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა ნებართვის გარეშე დაიწყო. ყოფილი მაღალჩინოსანი სადგურს, ქალაქის შესასვლელში, საკუთარ მიწაზე აშენებს, თუმცა, აგებული შენობა ფარავს როგორც სახელმწიფოს, ასევე მიქელაძის საკუთრებაში არსებულ იმ მეორე მიწის ნაკვეთსაც, რომელსაც ყადაღა ადევს. ამის შესახებ კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს.  კვლევაში აღნიშნულია, რომ დარღვევების შესახებ ინფორმირებულია ახალციხის მერია. უწყებაში ამბობენ, რომ...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, დღეის მონაცემებით 122 საწარმოა შემოწმებული. 58 კომპანიიდან კი, რომელთაც უფლებამოსილების განხორციელება დროებით შეუჩერდათ, საქმიანობის უფლების აღდგენაზე სამინისტროს ხელახლა მიმართეს, თუმცა 20-მა კომპანიამ კვლავ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები და საქმიანობის განხორციელების გაგრძელებაზე ისევ უარი მიიღეს. „საწარმოების ინსპექტირება გეგმაზომიერად მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით 122 საწარმო იქნა ინსპექტირებული. აქედან დიდი ნაწილი არის ის სისტემური მსხვილი საწარმოები, რომლებიც არ...
ჩვენ გამოყოფილი გვაქვს სუსტი წერტილები, სადაც გვაქვს და ასეთი რეგიონების გაძლიერება მოხდება როგორც ადგილზე საველე ჰოსპიტალების გაშლით, ასევე მოხდება პაციენტების გადაყვანა მეზობლად მდებარე რეგიონებში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ტიკარაძემ განაცხადა, იქ, სადაც საველე ჰოსპიტალები არის საჭირო, უკვე მოწყობილია და მათი გაშლა მომავალშიც მოხდება. „ყველა იმ რეგიონში, სადაც საჭიროება იყო საველე ჰოსპიტალების...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობას ხელმეორედ ამოწმებენ. როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულსა და ბოლნისშიუპრეცედენტოდ შრომატევადი სამუშაო ჩატარდა, სადაც 1 ინფიცირებულიდან გამოვლინდა 150-ზე მეტი კონტაქტი. მისივე თქმით, ამ 150 კონტაქტიდან დაინფიცირებული აღმოჩნდა მხოლოდ 15 კონტაქტი, რაც საკმაოდ კარგად შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელია. „დღესდღეობით რეგიონის უკვე მეორეჯერ შემოწმება მიმდინარეობს, ვინაიდან ვიცით, რომ ვირუსს ახასიათებს...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში მდგომარეობა კონტროლის მხრივ გამკაცრებულია და მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. მისივე თქმით, ვიდრე სამუშაოები არ დასრულდება, კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი მათ გაუჭირდებათ, ვინაიდან ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს როგორც კლასტერის სიდიდე, ასევე რისკები. „დღესდღეობით აჭარაში მიმდინარეობს მოკვლევა. მდგომარეობა კონტროლის მხრივ გამკაცრებულია და მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. ამ ეტაპისთვის, რა თქმა უნდა, დადგენილია გარკვეული ჯგუფი, მაგრამ სანამ სამუშაოები არ დასრულდება, კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი გაგვიჭირდება,...
წინა სტატია ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში შეკერილი პირბადე სრულიად აკმაყოფილებს დაცვის კუთხით არსებულ მოთხოვნებს. მისივე ინფორმაციით, პირბადეების დამზადების პროცესში რეკომენდაციების მიცემის კუთხით ჩართული იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრიც. „პირბადეებთან დაკავშირებით იყო არაერთი მითქმა -მოთქმა. ჩვენთვის ცნობილია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრიც აქტიურად იყო ჩართული რეკომენდაციების მიცემის კუთხით. ჩვენ ასევე გავიარეთ შემდეგ გარკვეული კონსულტაციები ამ პირბადეებთან დაკავშირებით და იმ დაცვის კომპონენტს, რომელიც უნდა უზრუნველყოს...
„ძალიან მნიშვნელოვანია ჰოსპიტალური სექტორის მზაობა, მითუმეტეს იმ პერიოდში და იმ ვითარებაში, როცა ჩვენ უკვე თანდათან შევალთ კრიზისულ ფაზაში, სადაც იქნება მეტი მოდინება კლინიკებზე და საჭიროება იმისა, რომ სტაციონარული მომსახურება გაეწიოთ პაციენტებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ რეგიონების მასშტაბით ჰოსპიტალური სექტორის შემოწმება. ჩვენ ვამოწმებთ სისტემურად როგორ არის გადანაწილებული, როგორც კოვიდ კლინიკები, ასევე ცხელების კლინიკები. გარდა ამისა, ვამოწმებთ კონკრეტული კლინიკის ინფრასტრუქტურას, თუ რამდენად...
ნასაკირალის ამბულატორიის შუა ფლიგელი ჩამოინგრა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა,- წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთის საკრებულოს წევრი ბესო ქათამაძე. ინფორაციას გურიის მოამბე ავრცელებს.  "ნასაკირალის ამბულატორიის შუა ფლიგელი ჩამოინგრა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ასეთ საშიშ პირობებში უწევთ სოფლის ექიმებს მუშაობა, იმ ფონზე როცა ხელისუფლებამ მილიონამდე ლარი დახარჯა ახალი ამბულატორიების ასაშენებლად, ნასაკირალში და კიდევ 3 სოფელში. მავნებლურად არ ხსნიან უკვე თვეებია, ამ მძიმე ვითარებაშიც ექიმებს და მოსახლეობას რისკის...
აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში Covid-19-ის გავრცელების შესაჩერებლად დამატებითი შეზღუდვები შემოიღეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომ 11 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასრულებამდე აიკრძალება ქუჩებში, სანაპიროზე, მოედნებზე, პარკებში და სკვერებში ყოფნა. აკრძალვა არ იმოქმედებს, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში. ეს გულისხმობს, სურსათის შეძენის, ნარჩენების გადაყრის თუ სამედიცინო დახმარების მიზნით გამოსვლას. ასევე იკრძალება ორი პირის ერთდროულად გადაადგილება გარდა...
საფრთხე იმისა, რომ საკონსტიტუციო ინიციატივა არ დამტკიცდეს, არ არსებობს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. „ვიდრე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა ჩვენ, ოპოზიციასთან ერთად შევიკრიბეთ და განვიხილეთ თუ რომელი სცენარის პირობებში როგორ გაგრძელდებოდა საკონსტიტუციო განხილვა. ეს სცენარები ჩვენ წინასწარ გვაქვს მომზადებული. ყველაზე მჭიდრო ვადები დავთვალეთ, რა ვადებშიც არის შესაძლებელი საკონსტიტუციო პროექტის მიღება, ეს ყველაფერი გავლილ...
კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს თბილისი 2021 წლის ნაცვლად 2022 წელს უმასპინძლებს. FIBA–ს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვეტილება გუშინ გამართულ ვიდეო-კონფერენციაზე მიიღო. ევროპის საკალთბურთო ჩემპიონატის (FIBA EuroBasket 2021) განახლებული თარიღებია 2022 წლის 1-18 სექტემბერი. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა ჩეხეთთან, გერმანიასთან და იტალიასთან ერთად საქართველოც იქნება. თბილისში კი საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება. ახალი კორონავირუსის გავრცელების...
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინიტრაციის ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები კეთილმოწყობის, მუნიციპალიტეტების დასუფთავების ცენტრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტაციების მართვის ცენტრმა ერთობლივად განახორციელეს. "სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქებში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ 9 პროდუქტზე, რომელზეც სახელმწიფომ ფასის ზრდა დააზღვია, ფასი მომატებული არაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ განუცხადა, პროდუქტების ფასის მონიტორინგი ხდება როგორც იმპორტის, ასევე დისტრიბუციისა და საცალო გაყიდვის ეტაპზე და ამ დროისთვის ფასის მატება არ ფიქსირდება, თუმცა შესაძლოა, სურსათის გაძვირების...
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, ვანის მუნიციპალიტეტში 15 ათასმა ადამიანმა თერმოსკრინინგი გაიარა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „ვანის მუნიციპალიტეტში საეჭვო სიმპტომები არავის გამოვლენია, ინფიცირებულებთან ყველაზე ახლო კონტაქტების სინჯები ავიღეთ. მთლიანად ვანის მუნიციპალიტეტში სულ 15 ათასამდე ადამიანმა თერმოსკრინინგი გაიარა. მთლიანი მუნიციპალუტეტის სკრინინგს ორ დღეში დავასრულებთ“, - აღნიშნა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კონტროლის გამკაცრების მიზნით, ქალაქ ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები...
ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით, მართალია, დისტანციურ რეჟიმში, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმშიო გრძელდება შეხვედრა იმისთვის, რათა დავაკვირდეთ და განვიხილოთ ის ტენდენცია, რაც საქართველოში ვირუსის გავრცელების კუთხით გვაქვს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ვირუსის გავრცელების ტენ​დენციაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ზომებს მიიღებს ხელისუფლება მომდევნო დღეებში. „22 აპრილს იწურება საგანგებო მდგომარეობის ვადა. მანამდე ჩვენ ყოველდღიურ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ