აკრძალვის პირველი დარღვევისთვის გათვალისწინებულია გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 3 ათასი რუბლის ჯარიმა.
ამასთან განსხვავებულია ჯარიმის ოდეობა თვითიზოლაციის წესების დღღვევისთის. ასეთ შემთხვევაში პირს 5 ათასი რუბლის გადახდა მოუწევს.
პირი, რომლეზეც კორონავირუსის საეჭვო ნიშნების გამო ზედამხედველობა ხორციელდება, ამ რეჟიმის დრღვევისთვის, დაჯარიმდება 10 ათასი რუბლით.
მასმედიით, ან სოციალური ქსელებით წინასწარ გამიზნული არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რამაც შესაძლოა რისკის წინაშე დააყენოს ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება, მოქალაქეები 15 ათასი რუბლით დაჯარიმდებიან, თანამდებობის პირები 30 ათასით და იურიდიული პირები 50 ათასით.
დეფაქტო მთავრობის ინფორმაციით, 9 აპრილის მონაცემებით, აფხაზეთში დადასტურებულია Covid-19-ის 2 შემთხვევა.
ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებას მისივე ადმინისტრაცია ვებ-გვერდზე ავრცელებს.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 28 მარტს აფხაზეთში “საგანგებო მდგომარეობა” გამოაცხადდა.
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლა კი გაცილებით ადრე, 14 მარტს ჩაიკეტა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 54 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.