ქალაქ გორში 700-მდე მცხოვრებლისთვის წყლის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათი ცნობით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს პრემიერმინისტრის მეთაურობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს. წალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ ამჯერად, ქალაქ გორში ბარნოვის ქუჩაზე წყალმომარაგების საუბნო ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყეს, რომელიც წლებია განახლებას საჭიროებდა.
„აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები 24 -საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობენ. თუმცა, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, დიდია სასმელი წყლის დანაკარგი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ძველი, ამორტიზებული მილების, სრულიად ახალი სისტემებით ჩანაცვლება. სამუშაოების დასრულების შედეგად, 700-მდე ადამიანი გამართული წყლის ინფრასტრუქტურითა და ხარისხიანი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას. კომპანია პროექტების მიმდინარეობას მუდმივად უწევს ზედამხედველობას და მონიტორინგს, თუ რამდენად არის დაცული გაცემული რეკომენდაციები სამშენებლო ობიექტებზე,“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.