ოზურგეთის საკრებულოს წევრი: ნასაკირალის ამბულატორიის შუა ფლიგელი ჩამოინგრა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა

669

ნასაკირალის ამბულატორიის შუა ფლიგელი ჩამოინგრა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა,- წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთის საკრებულოს წევრი ბესო ქათამაძე. ინფორაციას გურიის მოამბე ავრცელებს. 

“ნასაკირალის ამბულატორიის შუა ფლიგელი ჩამოინგრა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.
ასეთ საშიშ პირობებში უწევთ სოფლის ექიმებს მუშაობა, იმ ფონზე როცა ხელისუფლებამ მილიონამდე ლარი დახარჯა ახალი ამბულატორიების ასაშენებლად, ნასაკირალში და კიდევ 3 სოფელში.

მავნებლურად არ ხსნიან უკვე თვეებია, ამ მძიმე ვითარებაშიც ექიმებს და მოსახლეობას რისკის ქვეშ აყნებენ ყოველდღიურად!”-  წერს საკრებულოს დეპუტატი.

ნასაკირალის ამბულატორიის შუა ფლიგელი ჩამოინგრა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.ასეთ საშიშ პირობებში უწევთ სოფლის ექიმებს…

Posted by Beso Qatamadze on ხუთშაბათი, 09 აპრილი, 2020