სამშენებლო ობიექტებზე, კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები გაეცნენ, მონიტორინგის მიზნით, ხაშურის შემოვლითი გზის და რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის, ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს და ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციების დაცვის პროცესს. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ, მთავრობის 181-ე დადგენილების შესაბამისად, წინასწარ მოწმდება...
ქობულეთის საკარანტინო ზონაში დისტრიბუციის მანქანები შევიდა. მათ სოფლებში სურსათი შეიტანეს. სოფლებში ძირითადი მოთხოვნა ბოსტნეულსა და ხორცპროდუქტებზეა. დისტრიბუციასთან ერთად რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგებლები  შევიდნენ, რომლებიც სურსათის რეალიზაციისას უსაფრთხოების დაცვას გაუწევენ მონიტორინგს. გააკონტროლებენ ფასებსა და სადეზინფექციო სამუშაოებსაც. მეორე დღეა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მკაცრი კარანტინი მოქმედებს. ადამინისტრაციული ერთეულების შესასვლელებთან ბლოკპოსტები მოწყობილი, რომელსაც ძალოვანი უწყებები აკონტროლობენ. მოსახლეობას სახლიდან გარეთ გამოსვლა...
აზერბაიჯანის საელჩოს, კომპანია "სოკარისა" და საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით, დღეს რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტები გადაეცათ. ჰუმანიტარული ტვირთი რუსთავში, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში, დურსუნ გასანოვმა და კომპანია "სოკარის" პრეზიდენტმა საქართველში, მახირ მამედოვმა ჩამოიტანეს. 100 ყუთი ჰუმანიტარული ტვირთით სავსე მანქანა, რუსთავის მერიასთან დღეს დილით მოვიდა. საელჩოს და "სოკარის" წარმომადგენლებს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი...
რუსთავსერვის ცენტრის დასუფთავების მობილურმა ჯგუფმა, თბილისის ქუჩაზე, შუა გამყოფი ზოლი ბალახისგან გაასუფთავა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.  ინფო რუსთავის ინფორმაციით, ქალაქის შიდა ტერიტორიების მოწესრიგებს მიზნით, ასევე მოხდება არსებული ხეების გასხვლა, ბუჩქებისა და მცენარეების დეკორატიული ფორმირება და მწვანე საფარის განახლება. შეგახსენებთ, რომ თბილისის ქუჩის შუა გამყოფ ზოლში, კვიპაროსის 200-მდე ნერგი 2017 წელს დაირგო. გამწვანებული ტერიტორიების მოვლა პატრონობას, რუსთავის მერიის დაქვემდებარებაში არსებული (ა)აიპ "რუსთავსერვის ცენტრი" უზრუნველყოფს.
ზესტაფონში, სოფელ არგვეთის ტერიტორიაზე, თანამედივე საწარმო "ჯორჯიან მეტალი" შენდება. საწარმო ერთ-ერთი პირველი იქნება რეგიონში, რომელიც რკინის მადნიდან, მაღალი ხარისხის პროდუქტის, არმატურის წარმოებას დაიწყებს. ახალი საწარმო, სამშენებლო ინდუსტრიისთვის 600 ათას ტონამდე პროდუქციის წარმოებას გეგმავს, რომლის რეალიზაციას, საქართველოს გარდა, რამდენიმე ქვეყანაში განახორციელებს. როგორც "ჯორჯიან მეტალის" წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი ქარხნის მშენებლობაზე 50-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ამოქმედების შემდეგ კი საწარმოში დაახლოებით 550 ადამიანი დასაქმდება. მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის...
კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დუშეთის მერიის ინფორმაციით, ამჯერად სპეციალური ხსნარებით ქალაქ დუშეთისა და დაბა ჟინვალის ქუჩები დამუშავდა. სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ადგილზე გაეცნენ. „დუშეთის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია ჩაუტარდა მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებსაც. რეგულარულად მიმდინარეობს ქუჩების, სადარბაზოებისა და საზოგადოებრივი დაწესებულებების დეზინფექცია რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში," - ნათქვამია ინფორმაციაში. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო,...
ჯერ კარანტინის რეჟიმის შერბილებაზე საუბარი ალბათ, ნაადრევია იმიტომ, რომ საჭიროა იზოლაცია კიდევ გაგრძელდეს და გავრცელება დავიდეს ნულამდე, - განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მისი თქმით, მარნეულში, ბოლნისსა და რუსთავში კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევები მკვეთრად არ გაზრდილა, რაც საკარანტინე რეჟიმის დამსახურებაა. „მარნეულში ახალი კერა იყო მარადისი, სადაც ოჯახიდან სამი დადასტურებული ფაქტი გვქონდა კორონავირუსის ინფექციის და გუშინწინ დაახლოებით 38...
ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი ნაწილობრივ კვირას, 12 აპრილს გაიხსნა. როგორც რადიო "ათინათს" შპს "სუპერმარკეტის" დირექტორის მოადგილემ მანანა ბარძემაშვილმა უთხრა, ადგილზე მოვაჭრეებს შორის დაცული იყო დისტანცია, მუშაობის დაწყებამდე კი ყველა მათგანს სიცხე გაუზომეს. "დაახლოებით 100-მდე ადამიანი მუშაობდა დღეს. მათ შორის დისტანცია დაცული იყო. სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენელიც გვეხმარებოდა. თუ დარღვევები არ იქნება, ამ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას და შესაძლოა, კიდევ დაემატოს რამდენიმე სექცია, სადაც მოწესრიგდება...
ჯივიპი, ჭავჭავაძის გამზირზე, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, საბოლოო, მეოთხე ეტაპის სამუშაოებს ახორციელებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით,  რეაბილიტაციის ფარგლებში, ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე სრულად განახლდება 400 მეტრი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა. მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით სრულად აღჭურვილია დამცავი ნიღბებითა და სხვა საჭირო ინვენტარით. „ჭავჭავაძის გამზირის ახალ ქსელზე, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო...
დავასრულეთ მოსახლეობის თერმოსკრინინგი. საბედნიეროდ არც ერთ მოქალაქეს არ დაუდასტურდა მაღალი ტემპერატურა, - ამის შესახებ გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ დაბა ნასაკირალში თერმოსკრინინგთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში მობილიზებულია ჯგუფები ექიმებისა და მოხალისეების მონაწილეობით, რომლებიც რეაგირებას მოახდენენ. „თუ საჭიროება იქნება, რომ რომელიმე სოფელი გადამოწმდეს, რეაგირება იქნება მყისიერი. მობილიზებული გვყავს შესაბამისი ჯგუფები, სადაც მონაწილეობენ როგორც ექიმები, ასევე, მოხალისეები. ჩართულია პოლიციის ადგილობრივი...
მარნეულის სოფელ მარადისში, სადაც ბოლო სამ დღეში კორონავირუსი 6 ადამიანს დაუდასტურდა, ყველა ოჯახი თვითიზოლაციაშია. სოფელში პატრულირება ხორციელდება და ის მკაცრად კონტროლდება. მარადისში სულ 40 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაინფიცირებულთა კონტაქტები ცნობილია, სოფლის ყველა მცხოვრებელს კი სახლიდან გამოსვლა ეკრძალება. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, ამ დროისათვის სოფლის მოსახლეობის მონიტორინგი და ყოველდღიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. „სოფელ მარადისიდან ერთ-ერთ ქალბატონს დაუდასტურდა კორონავირუსი, გუშინ ასევე დაუდასტურდა ოჯახის 2...
ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა შალამბერიძე გაეცნო. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ფერმერებთან მუდმივ...
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება. არჩილ ჯაფარიძის თქმით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა, მკაცრ თვითიზოლაციაში კი ასამდე ადამიანი იმყოფება. „ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკარანტინე ზონაში, ვითარება მშვიდია, თერმოსკრინინგი გრძელდება და სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება. საერთო ჯამში, თერმოსკრინინგი იქ მცხოვრებ 5 000 ადამიანს ჩაუტარდება. მუნიციპალიტეტი პროდუქტებით, მედიკამენტებით უწყვეტ...
შემდეგი სტატია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდისყური (გომის თემში შემავალი სოფელი), სადაც გუშინ 30 წლის ქალს კორონავირუსის დაუდასტურდა, ჩაკეტილია. იქ შესვლა-გამოსვლა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც კი აკრძალულია. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჯერ არ არის ცნობილი ოჯახის სხვა წევრების დიაგნოზი, თუმცა ისინი კარანტინში უკვე გადაიყვანეს. როგორც ადგილზე ყვებიან, თვითიზოლაციის მითითება მიეცა პაციენტის მეზობელ 5 სულიან ოჯახსაც, რომელიც დაავადებულთან ახლო კონტაქტში იყო. ამ დრომდე...
ქობულეთის სოფლებში მობილური ბაზრები იმუშავებს.  ამის შესახებ ქობულეთის მერმა განაცხადა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  მირიან ქათამაძის ინფორმაციით,  ოთხივე სოფელს სურსათით ამ ფორმით მოამარაგებენ. ასევე, მერის ინფორმაციით,  სოციალურად დაუცველებს სასურსათო კალათებს გადასცემენ.  კარანტინში მოქცეულ სოფლებში უკვე დაიწყო მასობრივი თერმოსკრინინგი. გამოკვლევა უტარდება ქალაქ ქობულეთის იმ უბნების მცხოვრებლებსაც, სადაც კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა. "კარანტინის გამოცხადებამდე ქობულეთში და მათ შორის ამ სოფლებშიც ჩვენ დავარიგეთ სასურსათო კალათა...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დასავლეთის სარდლობის სამოქმედო არეალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები დაემატა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკიდან გამომდინარე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს II ქვეითი ბრიგადა, შსს-ს ძალებთან ერთად, უკვე მეორე დღეა აკონტროლებს. 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარასა და ლეღვაში - დილიდან მოაწყო გადაადგილების შეზღუდვის ორი ძირითადი პუნქტი. შემოვლითი გზების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ