რუსთავში მწვანე საფარის განახლება და ხეების გასხვლა დაიწყო

498

რუსთავსერვის ცენტრის დასუფთავების მობილურმა ჯგუფმა, თბილისის ქუჩაზე, შუა გამყოფი ზოლი ბალახისგან გაასუფთავა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს. 

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ქალაქის შიდა ტერიტორიების მოწესრიგებს მიზნით, ასევე მოხდება არსებული ხეების გასხვლა, ბუჩქებისა და მცენარეების დეკორატიული ფორმირება და მწვანე საფარის განახლება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ქუჩის შუა გამყოფ ზოლში, კვიპაროსის 200-მდე ნერგი 2017 წელს დაირგო.

გამწვანებული ტერიტორიების მოვლა პატრონობას, რუსთავის მერიის დაქვემდებარებაში არსებული (ა)აიპ “რუსთავსერვის ცენტრი” უზრუნველყოფს.