GWP ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის მეოთხე, საბოლოო ეტაპის სამუშაოებს ახორციელებს

395

ჯივიპი, ჭავჭავაძის გამზირზე, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, საბოლოო, მეოთხე ეტაპის სამუშაოებს ახორციელებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით,  რეაბილიტაციის ფარგლებში, ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე სრულად განახლდება 400 მეტრი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით სრულად აღჭურვილია დამცავი ნიღბებითა და სხვა საჭირო ინვენტარით.

„ჭავჭავაძის გამზირის ახალ ქსელზე, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაში ჯივიპი 1,5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიიტაციის საბოლოო ეტაპის სამუშაოებს აპრილის ბოლოს დაასრულებს.

ცნობისთვის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.