COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, თერმოსკრინინგი სოფელ გამარჯვებიდან დღეს დაიწყო და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.
"აღნიშნული პროცედურის ფარგლებში ტემპერატურის გაზომვასთან ერთად, მოქალაქეების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობაც ფასდება. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში მათ ზუსტი დიაგნოსტიკა ჩაუტარდებათ”,– განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და...
საოკუპაციო ხაზთან მდებარე ოთხი სოფლის მოსახლეობისთვის მიწის ფართობები მუშავდება, გადაეცემა სათესლე მასალაც. აქცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და კომპანია "აკა ენერჯის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
კომპანია საკუთარი ფინანსებით უზრუნველყოფს დათესვის სამუშაოებსაც. შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკაში იმყოფებოდა და ხვნის პროცესს ადგილზე გაეცნო.
"არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია,...
წინა სტატია
"უკიდურესად საგანგაშო ხასიათი შეიძინა ვითარებამ ცხინვალის რეგიონში, ადამიანებს სჭირდებათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა და არ ეძლევათ ამის შესაძლებლობა იმის გამო, რომ რეგიონი არის იზოლირებული უკვე თვეების განმავლობაში,"- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, "4 სექტემბრიდან ახალგორის მიმართულებით ერთადერთი გადასასვლელი პუნქტი ჩაიკეტა, რასაც დღემდე 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა".
"იმის მიუხედავად, რომ ხდება ცხელ...
გორში, თოიძის ქუჩა N-2-ის მიმდებარედ საბავშვო გასართობი სკვერის მოწყობისთვის მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა და ხელშეკრულებაც გაუფორმდა.
კომპანიამ შპს "სერივისი 1" სამუშაოების შესრულება 45 429 ლარად იკისრა.
ტენდერში მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ გამოთქვა, სატენდერო კომისიამ კი უპირატესობა აღნიშნულ კომპანიას მიანიჭა.
ხელშეკრულების მიხედვით, სკვერის მოწყობის სამუშაოები 31 ივლისამდე უნდა დასრულდეს.
ბოლნისში კორონავირუსის ინფექცია სასწრაფო დახმარების 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. შედეგად მეორე დღეა სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მუშობა შეჩერებული აქვთ.
ბოლნისში, კორონავირუსით ინფიცირების სულ 18 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულთაგან 5 მედპერსონალია. დაავადებულია სასწრაფოს ორი მძღოლიც. ამ რაოდენობაში არ შედის ასევე ბოლნისის სასწრაფოს თანამშრომელი, რომელიც ფიზიკურად თბილისში იმყოფებოდა და ბოლნისში ინფიცირებულ შემთხვევებს არ ეთვლება.
ამასთან, დაავადებულთა შორისაა ერთ-ერთი მოლარე ბუღალტერი, რომელსაც სავარაუდოდ, ფულთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა. კვლევა უტარდება...
შპს „საქართველოს მელიორაცია” მარნეულის მუნიციპალიტეტში სარწყავი და სადრენაჟე სისტემების სარეაბილიტაციო პროექტებს რამდენიმე ლოკაციაზე ახორციელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შპს „საქართველოს მელიორაცია”, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების სარეაბილიტაციო პროექტებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, შეუფერხებლად ახორციელებს.
„სოფელ კაჩაგანში ხე-მცენარეებისაგან „გამარჯვების არხის“ 6 000 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები სოფელ კაჩაგანის, კასუმლოსა და აღმამედლოს 1000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს წყლის მიწოდების...
ბოლნისის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული მოქალაქეების მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გადაყვანა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
ბოლნისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბოლნისის ტერიტორიიდან საკარანტინო ზონაში დარჩენილი, მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული მოქალაქეების გადაყვანა მიმდინარეობს.
44 მოქალაქეს კარანტინის გამოცხადების დროს ბოლნისში მოუწია ყოფნა. მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსითა და კარანტინით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით ხდება.
მოქალაქეები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს დატოვებენ სავალდებულო კარანტინს გაივლიან. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში მიწის ნაკვეთების დასახნავად მოსახლეობისათვის დახმარებებზე არ უმსჯელიათ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტიდან ჩაკეტილია. შეჩერებულია ყველა სახის ბიზნეს ობიექტის მუშაობა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. მოსახლოების ნაწილმა შექმნილი ვითარების გამო სამსახური დაკარგა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მიწის ნაკვეთების დახვნაში მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარება.
მერიის პროგრამა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველებს მიწის ნაკვეთების დამუშავება შეუძლიათ, მუნიციპალიტეტში მესამე წელია...
მარნეულში საპროტესტო აქციები იწყება. გუშინ საღამოს კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ, მარნეულში გადაღებული კადრები გავრცელდა. ადგილობრივები ავტომობილის სიგნალებით და სასტვენების გამოხატავდნენ პროტესტს საკარანტინო რეჟიმის მიმართ. ინფორმაცია მარნეულის რადიომ გაავრცელა.
როგორც გამოცემა წერს, 14 აპრილს დილიდან, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აქცია #დაასიგნალე, #გააპროტესტე იგეგმებოდა.
აქციის ორგანიზატორების ვინაობა უცნობია.
აქციის ორგანიზატორები ე.წ. წითელი ზონის გაუქმებას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას ითხოვდნენ. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, ასევე ითხოვდნენ...
რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ქალაქში კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა არ გაზრდილა. მისივე განმარტებით, მოსახლეობა საკარანტინე წესებს პასუხისგებლობით ეკიდება და შესაბამისად, ქალაქში კანონდარღვევა ნაკლებია.
„საქართველოს მთავრობის დადგენილება დღეს, 21:00 საათიდან შედის ძალაში, ჩამოთვლილია 4 ქალაქი, მათ შორის, რუსთავი, სადაც მოქალაქეების გადაადგილება ერთი ქალაქიდან მეორეში შეზღუდულია. თუ მოქალაქე რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტში, რუსთავიდან გადაადგილება იქ, სადაც რეგისტრირებულია, შეუძლია, თუმცა რა თქმა უნდა, ერთჯერადად. ასევე,...
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევა არის არა ინფრასტრუქტურული რესურსი, არამედ - ადამიანური.
ტიკარაძემ ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რეანიმატოლოგებისა და ინფექციონისტების რიცხვით საქართველო "განებივრებული არ არის". როგორც მინისტრი ამბობს, ქვეყანაში ამ დროისთვის 488 რეანიმატოლოგი გვყავს, რომლებსაც 1 200 პაციენტის მკურნალობა შეუძლიათ და 256 ინფექციონისტი, რომლებსაც 853 ინფექციური პაციენტისთვის შეუძლიათ მოვლა.
ჯანდაცვის მინისტრის...
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმას არ წარმოადგენს, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას პარლამენტში მხარს არ დაუჭერენ. მისივე თქმით, უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს დამატებით და ძალიან მძიმე შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელ ყველა სამედიცინო ღონისძიებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს დამატებით და ძალიან...
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7 და N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდებარე პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატი დადგა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კვების აპარატში პლასტმასის 0,5-ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველებს წყლის დალევის საშუალება მიეცემათ. კვების აპარატი რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისთვის მზის ენერგიას იყენებს.
„აპარატის მუშაობას თბილისის მერის...
ქუთაისის ე.წ. "მწვანე ბაზრის" ადმინისტრაცია სააღდგომოდ ბაზრობის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
ბაზრის დირექტორის ოლეგ არღვლიანის თქმით, ყველა ის რეკომენდაცია რაც შესაბამისი უწყებებიდან ჰქონდათ მიღებული შესრულებულია და იმედი აქვთ, რომ ბაზრის გახსნის უფლებას რამდენიმე დღეში მისცემენ.
"ისე განვალაგეთ დახლები, რომ ორმეტრიანი დისტანცია დაცულია. დეზინფექცია ისედაც ყოველდღიურად ტარდება და მზად ვართ ყველანაირად რომ დავიცვათ უსაფრთხოების ზომები მუშაობისას", - ამბობს ოლეგ არღვლიანი.
კორონავირუსის...
პოლიტიკური გაერთიანების "ლელო საქართველოსთვის" იმერეთის ოფისის ხელმძღვანელმა მამუკა მამალაძემ ქუთაისის მერიასა და საკრებულოს 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდა.
"მოვუწოდებ ქალაქის მერიასა და საკრებულოს, დაუყოვნებლივ შეიტანონ ცვლილებები 2020 წლის ბიუჯეტში და სხვადასხვა სახის გართობა-ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული თანხები, ღიად და გამჭვირვალედ, მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით, მიმართონ უმუშევრად და უსახსროდ დარჩენილი თანამოქალაქეების დასახმარებლად", - აცხადებს მამალაძე.
"ლელო საქართველოსთვის" იმერეთის ოფისის ხელმძღვანელის...
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, ინფექცია დაუდასტურდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმსა და სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლის შვილს.
„ორი ფაქტი მიემატა ბოლნისის მუნიციპალიტეტს. სამწუხაროდ, ერთი არის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმი ქალბატონი და სასწრაფოს ავტომობილის მძღოლის ოჯახის წევრი, შვილი. ჯამურად მივიღეთ 20 დადასტურებული ფაქტი ბოლნისში. ბოლნისში სოფელ სავანეთთან დაკავშირებით გაზრდილი რისკები იყო“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
მისი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































