გორში, თოიძის ქუჩაზე სკვერის მოწყობაში გორის მერია 45 429 ლარს გადაიხდის

698

გორში, თოიძის ქუჩა N-2-ის მიმდებარედ საბავშვო გასართობი სკვერის მოწყობისთვის მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა და ხელშეკრულებაც გაუფორმდა.

კომპანიამ შპს “სერივისი 1″ სამუშაოების შესრულება 45 429 ლარად იკისრა.

ტენდერში მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ გამოთქვა, სატენდერო კომისიამ კი უპირატესობა აღნიშნულ კომპანიას მიანიჭა.

ხელშეკრულების მიხედვით, სკვერის მოწყობის სამუშაოები 31 ივლისამდე უნდა დასრულდეს.