თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და თბილისის ბიუჯეტზე ისაუბრა. ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, ამჟამად, 550-დან 600-მდე ადამიანი 24 საათის განმავლობაში, შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით მუშაობს. "ბუნებრივია, შეზღუდვებმა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაზეც იქონია გარკვეული სახის შეფერხებები, თუმცა მიუხედავად ამისა, სრული პასუსისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქალაქში მიმდინარე არცერთი ინფრასტრუქრტურული პროექტი არ გაჩერებულა. სამუშაოები იმავე რეჟიმში მიმდინარეობს და...
თბილისის მერს კახი კალაძეს უჭირს დაზუსტებით თქმა, დასრულდება თუ არა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია მაისში, როგორც ეს მანამდე იყო დაგეგმილი. ასე პასუხსობს ის bm.ge-ს შესაბამის შეკითხვას. “ისეთი ტემპი ვერ არის საშენებლო ობიექტებზე, როგორიც იყო აქამდე. იცით, რომ მთელი ქვეყანა საგანგებო მდგომარეობაში იმყოფება და გარკვეული შეზღუდვები და პრობლემები ჩვენს კონტრაქტორებსაც ექმნებათ, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ, არ გაჩერდეს სამუშაოები. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, -...
საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ეკონომიკურ და სოციალურ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დარგობრივი სამინისტროები შესაბამის დეტალურ განმარტებებს გააკეთებენ, - ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "სოციალური ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა, არის საკმაოდ ფართო და თითოეულ მიმართულებასა და სეგმენტზე დარგობრივი სამინისტროები წარმოადგენენ ამ კვირის განმავლობაში პრეზენტაციებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული ანტიკრიზისულ...
ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მედიკოსებთან მჭიდრო კომუნიკაციით შეიმუშავა ძალიან დეტალური გაიდლაინები, რომელიც უზრუნველყოფს...
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლიან, ნებართვები არ გაუუქმდებათ, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ სოციალური ქსელით ვიდეო მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, ტაქსების მფლობელები სავალდებულო პროცედურის გავლას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეძლებენ. საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა წარადგინა, შეზღუდვების მოხსნის პირველი დღეს, 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომობილებით...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, დედაქალაქის მერიამ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებსა და მცირე მეწარმეებს გარკვეული შეღავათები შესთავაზა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ სოციალური ქსელით ვიდეო მიმართვისას განაცხადა. მოსახლეობისადმი მიმართვაში, რომელშიც დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და მერის მოადგილეები მონაწილეობენ, ირაკლი ხმალაძემ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ღონისძიებების პირველ ეტაპზე, მთელი წლის გადასახდელი თანხისგან ღია კაფე-ბარების ის...
შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, არ ვრცელდება იმ ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით კვლავ მოქმედებს „კომენდანტის საათიც“. „ეს შემსუბუქება შეზღუდვების არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე და იმ ადმინისტრაციულ ერთეულებზე სადაც ჩვენ გვაქვს დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟმი. ამის გარდა ყველა სხვა შეზღუდვა, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში განაგრძობს მოქმედებას და მათ...
წინა სტატია შემდეგი სტატია არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს სპეციალურ საიტზე საკუთარი მონაცემების ატვირთვა 21 მაისიდან შეეძლებათ. აღნიშნული პროცედურა პირველ ივნისამდე გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ მიზნით სპეციალური ონლაინპლატფორმის შექმნა უკვე დაწყებულია. მათივე ცნობით, აღნიშნულ პორტალზე თვითდასაქმებულები მარტივი წესებით მოახდენენ რეგისტრაციას და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვას. რა ტიპის საბუთები იქნება მათგან მოთხოვნილი და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება იქნება აუცილებელი ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარების მიღებისთვის, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უწყება...
გამწვანების სამუშაოები დედაქალაქში შეფერხების გარეშე, რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არსებული შეზღუდვების პირობებში, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გამწვანების სამუშაოებს სპეციალისტების რეკომენდაციების სრული დაცვით, შეფერხების გარეშე განაგრძობს; ხე-მცენარეების მასშტაბური რგვისა და სანიტარიული ჭრის პროცესი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, ინტენსიურად მიმდინარეობს. მაია ბითაძის განცხადებით, დედაქალაქში, თბილისის გარემოსთან ადაპტირებული მერქნული...
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. თბილისის მერიის ცნობით, მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მთელი ქალაქის მასშტაბით გრძელდება. „მიუხედავად იმ რთული მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო იმყოფება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება....
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, დამატებითი „ცენტრ პოინტები“ და დამატებითი „სვეტი“ არ მივიღოთ , - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამშანებლო კომპანიების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს. „სვეტის“ პროექტებს არანაირი პრობლემა არ ექნება, ეს პროექტები ჩვეულებრივ როგორც მიმდინარეობს, ისევე გაგრძელდება მომავალში და არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ასევე პარალელურად ვმუშაობთ სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი, რომელზეც უარის თქმა მერიას კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მოუწევს, მომავალ წელს განხორციელდება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, მერიას ბიუჯეტის ხარჯების შემცირება მოუწევს. „ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, ტენდერები, რომელიც გამოცხადებულია და გამოსაცხადებელი, ამას არ ვაჩერებთ მიზანმიმართულად იმიტომ, რომ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ რა აუცილებლობა და საჭიროება იქნება. თუ ჩვენ არ მოგვიწევს თანხების შეზღუდვა და...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როგორც კი დარგის სპეციალისტები მერიას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლების რეკომენდაციას მისცემენ, მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა პირდაპირ დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარებაზე. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან გაჟღერებული იყო ეტაპები შეზღუდვების მოხსნის, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ. ჩვენ ბრძოლა არ დაგვისრულებია. ბრძოლა გრძელდება. შესაბამისად, ყველას მინდა ვთხოვო, მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ არსებულ სიტუაციაში....
მარნეულის მუნიციპალიტეტში ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა, -  განაცხადა მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა. მისივე თქმით, ბაზარი ყველა რეკომენდაციისა და წესის დაცვით ფუნქციონირებს. „მარნეულის ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა შესაბამისი რეგულაციების მიხედვით, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაიცა. შემოსასვლელში მოქალაქეების თერმოსკრინინგი და დეზინფექცია მიმდინარეობს, ასევე, სათითაოდ ვარიგებთ პირბადეებს, ბაზარში შიგნით, დისტანცია დაცულია. ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული სოფლის მეურნეობის მინისტრი, მინისტრის...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა. შსს-ს ცნობით, პოლიციამ, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 68 მოქალაქე დააჯარიმა. მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე...
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, დღეიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრები გაიხსნება. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა. უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა მომხმარებლებისთვისაც. მოქალაქეები, რომლებიც ღია ტიპის აგრარულ ბაზარს ესტუმრებიან, პირბადეებით უნდა იყვნენ აღჭურვილნი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, ვასილ ბასილაძის განცხადებით, უწყებამ გზამკვლევი ჯანდაცვის სამინისტროსა და ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე შეიმუშავა. მათ აღსრულებას კი სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრვი  თვითმმართველობების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ