ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ არის ამდენი კითხვა "კომენდანტის საათთან" დაკავშირებით. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეებისთვის დისკომფორტია, თუმცა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ შეზღუდვის არსებობა საკმაოდ გამართლებულია და მან შედეგები გამოიღო , - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. კომენდატის საათმა შედეგები გამოიღო ისევე, როგორც სხვა შეზღუდვებმა - ფრენების შეჩერებასა და ავტომანქანებში 3-კაციან შეზღუდვასთან დაკავშირებით.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით,...
ვინაიდან შეზღუდვების გარკვეულწილად ვადაზე ადრე ნაწილობრივ მოხსნა დავიწყეთ, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ მომდევნო ეტაპიდან რა შეიძლება წინა ეტაპზე გადმოვანაცვლოთ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, შეიძლება ღია რესტორნების ნაწილის გახსნამ გარკვეული ვადით გადმოიწიოს, სილამაზის სალონები კი უფრო მეტად რისკის შემცველია და ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალისტების რჩევებზე დაყრდნობით ამ საკითხზე დისკუსია...
კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ და 10-მა გამგეობამ ჯამში 23 ტენდერი შეწყვიტა და 2 თავიდან გამოაცხადა. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, მხოლოდ თბილისის მერიის მიერ შეწყვეტილი ტენდერების ჯამური თანხა 3 მილიონ 469 509 ლარია.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე გამგეობამ გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა და გამარტივებული შესყიდვა, შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს თანხმობის საფუძველზე განახორციელა.
მოწოდებული...
ამ წუთებში, მარნეულის ბაზარში დახლებს შლიან. როგორც რადიო "მარნეულს" მოვაჭრეებმა უთხრეს, ისინი საკუთარი სახსრებით მოაწყობენ თავიანთ დახლებს.
მიმდინარეობს ე.წ წინა ბაზრის დახლების დემონტაჟი. როგორც რადიო "მარნეულს" მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განუცხადა, მარნეულის ბაზარში მიმდინარე სამუშაოები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციებთანაა დაკავშირებული, რათა მოსახლეობამ კორონავირუსის პირობებში ვაჭრობის გაგეძელება შეძლოს.
მარნეულის ბაზარი, კორონავირუსის გამო სრულად 6 აპრილს დაიხურა. 27 აპრილს მხოლოდ უკანა ბაზრის...
მიმდინარე კვირაში შიდა ქართლში შესაძლოა მუშაობა კიდევ ორმა აგრარულმა ბაზარმა განაახლოს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ხაშურისა და გორის ბაზრების გასახსნელად მუშაობა ინტენსოურად მიმდინარეობს და როგორც კი ისინი შესაბამის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ფუნქციონირება შეეძლებათ. ამ ეტაპზე რეგიონის 5 ბაზრიდან მუშაობის ნებართვა მხოლოდ ერთს აქვს.
რაც შეეხება ეპიდვითარებას, გორის სამხედრო ჰოსპიტლის მედდის გარშემო კონტაქტების გამოვლენა შესწავლა დასრულდა და ამ დროისათვის რისკები...
ფოთის ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოების შესრულების ვადა 9 თვეა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "დანი ქონსთრაქშენი“ ასრულებს. სამშენებლო პროცესი, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია და მისი მოადგილეები გაეცნენ.
შენობაში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი განთავსდება,...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ პანდემიიდან გამომდინარე, წელს ტურისტულ სექტორში პრიორიტეტი შიდა ტურიზმი იქნება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე როგორც კერძო კომპანიებს, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მუშაობა იმ ახალ პრინციპებს მოარგონ, რა რეალობაც მსოფლიოში პანდემიამ შექმნა.
„შიდა ტურიზმი ერთმნიშვნელოვნად იქნება პრიორიტეტული. მნიშვნელოვანია, რომ როგორც სახელმწიფო უწყებები, მათ შორის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ასევე სერვისებისა და პროდუქტების განვითარების კუთხით მომუშავე ყველა სახელმწიფო უწყება, ასევე კერძო სექტორი და...
65 ათასიდან 100 ათას ქულამდე მქონე ოჯახებისთვის კომპენსაცია ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად გაიცემა - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა.
ივანე მაწავარიანმა კიდევ ერთხელ განმარტა რას გულისხმობს სოციალური დახმარების პაკეტი, ვინ არიან ბენეფიციარები და რა ოდენობის დახმარებას მიიღებენ ისინი.
„ჩვენ უკვე დავაინიცირეთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი და ეს შეეხება იმ სოციალურ პაკეტს, რომელზეც არაერთხელ თქმულა და ცოტა ხნის...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ზუგდიდში, წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში დაზიანებულ ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგებას ინტენსიურად აგრძელებს. სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 100-ზე მეტ ქუჩაზე გზის საფარის დაგება. ობიექტებზე თერმოსკრინინგი ტარდება და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული, როგორც პრევენციისთვის აუცილებელი...
მაისის ბოლოს გორში პარკირების სამსახური მუშაობას განაახლებს, - ამის შესახებ რადიო “მოზაიკას“ კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბაჩანა გვიანიშვილმა განუცხადა.
გვიანიშვილის თქმით, ქვეყანაში გავრცელებული ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით, პარკირების სამსახურმა მუშაობა მარტის შუა რიცხვებიდან შეაჩერა.
“საგანგებო მდგომარეობის გამო, პარკირების სამსახური არ მუშაობს, სავარაუდოდ, თვის ბოლოს განახლდება მუშაობა და ჩვეულ რეჟიმში დაიწყება ყველა იმ წესის ამოგქმედებას, რასაც პარკირების სამსახური გულისხმობს“, - ამბობს ბაჩანა...
მარნეულის მუნიციპალიტეტში „ხმოვანი მანქანები“ კვლავ ივლიან. მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა დღეს, 4 მაისს, განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში სამენოვანი „ხმოვანი მანქანა“ დადის, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას აწვდიან ინფომრაციას მუნიციპალიტეტში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან და დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით.
რადიო „მარნეულისათვის“ ცნობილი გახდა, რომ საინფორმაციო მანქანების მოძრაობა მუნიციპალიტეტში ორი კვირის წინ შეწყდა.
მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მარიამ ხაჩიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში „ხმოვანი მანქანების“ გადაადგილების შეწყვეტაზე...
რუსთავში, მშვიდობის ქუჩის დარჩენილი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე, გზის საფარის დაგება მოხდება.
"მშვიდობის ქუჩა ხომ გადავეცით სამართალდამცავ ორგანოებს, რა ხარვეზიც იყო რომ დაგვედგინა. ექსპერტიზამ დადო დასკვნა, რომ შესაბამისი სამუშაოები არ ჩატარებულა ამ ქუჩაზე, რომელიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. შესაბამისი თანხა ხომ დარჩა და 600 მეტრი, რაც იყო დარჩენილი...
გორში, კომბინატის დასახლებაში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, იგივე "ხელოვნური უსწორმასწორობები" დამონტაჟდება. შესაბამისი გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
დამტკიცებული განკარგულების მიხედვით, "ხელოვნური უსწორმაწორობების" მოწყობა 3 ქუჩაზეა დაგეგმილი. კერძოდ:
მშვიდობის გამზირი №20 და №21 შორის;
მშვიდობის გამზირი №26 და №25-27 შორის;
შინდისის გმირების გამზირი №9-11 და №24 შორის;
ჩუბინიშვილის ქუჩა №26-ის მიმდებარედ;
ჩუბინიშვილის ქუჩა №20-ის მიმდებარედ;
ჩუბინიშვილის ქუჩა №22-ის მიმდებარედ.
"ხელოვნური უსწორმასწორობების" დამონტაჟების გარდა, საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ადგილებზე ავტომობილებით...
დაბა ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგების მიზნით ტენდერი გამოცხადდა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი 24 აპრილს გამოაცხადა. სატენდერო წინდადებების მიღება 18 მაისს დასრულდება.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ლეღვანის წყლის სათავე ნაგებობას, რომელიც გასული წლის ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა და დაბის, სოფელ საღანძილისა და დიდვაკის მოსახლეობას ამარაგებდა წყლით. ასევე, მოეწყობა ახალი ჭაბურღილი დაბა ხარაგაულში.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 3, 5 მილიონ ლარზე მეტია.
ტენდერში გამარჯვებული...
"ოცნების ქალაქში" მცხოვრებლები დენის გადასახადის საშეღავათო პერიოდის პროგრამაში ჩართვას ითხოვენ. სურთ, რომ კომუნალურ გადასახადებზე სახელმწიფო შეღავათი მათზეც გავრცელდეს. აქ მცხოვრები მოქალაქეები აბონენტებად დარეგისტრირებულები არ არიან, შესაბამისად მათ მიმართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არ ვრცელდება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ე.წ. ოცნების ქალაქში ამბობენ, რომ მათ საგანგებო მდგომარეობა ისევე შეეხო როგორც ყველას, რადგან აქ მცხოვრებლების ძირითადი ნაწილი თურქეთში მუშაობდა, საზღვრის ჩაკეტვის გამო კი...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბათუმში ესტაკადის მშენებლობისთვის გახარჯული თანხის მიზნობრიობის შესწავლას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
პარტიაში ირწმუნებიან, რომ ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები არ არის შესრულებული, რაც საპარკინგე ზონის მოწყობას, გამწვანებასა და დამატებითი გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებდა.
ამასთან, რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ესტაკადის მშენებლობის რეალური ფასი არ აღემატება 10 მილიონ ლარს, ხოლო სამუშაოებისთვის ეკონომიკის სამინისტრომ თითქმის 15 მილიონი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































