რატომ დაიწყო რუსთავში მშვიდობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები თავიდან

496

რუსთავში, მშვიდობის ქუჩის დარჩენილი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ “ინფო რუსთავს” ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე, გზის საფარის დაგება მოხდება.

“მშვიდობის ქუჩა ხომ გადავეცით სამართალდამცავ ორგანოებს, რა ხარვეზიც იყო რომ დაგვედგინა. ექსპერტიზამ დადო დასკვნა, რომ შესაბამისი სამუშაოები არ ჩატარებულა ამ ქუჩაზე, რომელიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. შესაბამისი თანხა ხომ დარჩა და 600 მეტრი, რაც იყო დარჩენილი ახლა იმის სამუშაოები მიმდინარეობს. სანამ ექსპერტიზამ ბოლომდე პასუხი არ დადო მანამდე ჩვენ არ გვქონდა უფლება, რომ შევსულიყავით და იმ გზაზე პრეტენზია განგვეცხადებინა”, – განაცხადა ქალაქის მერმა.