გორში, კომბინატის დასახლებაში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, იგივე “ხელოვნური უსწორმასწორობები” დამონტაჟდება. შესაბამისი გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
დამტკიცებული განკარგულების მიხედვით, “ხელოვნური უსწორმაწორობების” მოწყობა 3 ქუჩაზეა დაგეგმილი. კერძოდ:
მშვიდობის გამზირი №20 და №21 შორის;
მშვიდობის გამზირი №26 და №25-27 შორის;
შინდისის გმირების გამზირი №9-11 და №24 შორის;
ჩუბინიშვილის ქუჩა №26-ის მიმდებარედ;
ჩუბინიშვილის ქუჩა №20-ის მიმდებარედ;
ჩუბინიშვილის ქუჩა №22-ის მიმდებარედ.
“ხელოვნური უსწორმასწორობების” დამონტაჟების გარდა, საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ადგილებზე ავტომობილებით გადაადგილების მაქსიმალური ნებადართული სიჩქარე 30 კმ/სთ იქნება.
როგორც განკარგულებაში ვკითხულობთ, აღნიშნული საგზაო ნიშნების დამატების მიზანი მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.