ენმ ბათუმში ესტაკადის მშენებლობისთვის გახარჯული თანხის მიზნობრიობის შესწავლას ითხოვს

430

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბათუმში ესტაკადის მშენებლობისთვის გახარჯული თანხის მიზნობრიობის შესწავლას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

პარტიაში ირწმუნებიან, რომ ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები არ არის შესრულებული, რაც საპარკინგე ზონის მოწყობას, გამწვანებასა და დამატებითი გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებდა.

ამასთან, რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ესტაკადის მშენებლობის რეალური ფასი არ აღემატება 10 მილიონ ლარს, ხოლო სამუშაოებისთვის ეკონომიკის სამინისტრომ თითქმის 15 მილიონი ლარი დახარჯა.