დღეს, 5 მაისს, მარნეულში გამსახურდიას ქუჩას ასუფთავებენ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორი ლერი მუმლაძე ამბობს, რომ ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ქალაქ მარნეულში ეტაპობრივად მიმდინარეობს.
„სუფთა მარნეულის“ თანამშრომლები დღეში ხუთი საათის განმავლობაში მუშაობენ და ქუჩებს ბალახისა და ბუჩქებისაგან ასუფთავებენ.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს...
29 აპრილიდან მთავრობის გადაწყვეტილები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მოქალაქეებს ავტომობილით გადაადგილების უფლება მიეცათ."ინფო რუსთავი"დაინტერესდა, რამდენმა რუსთაველმა მიმართა ამ მიზნით საშვის აღებისთვის რუსთავის მერიას.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საშვის აღებისთვის მათ სულ 215-მა ადამიანმა მიმართა. მათგან მერიამ საშვი 165 ადამიანზე გასცა.
რა შემთხვევაში ვერ მიიღებთ საშვს მერიისგან?
თუკი მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია არ იქნება სრული ან თქვენი სასოფლო-სამეურნეო მიწა იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც...
უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, 1 თვითაც რომ გახდეს საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, სრულიად შესაძლებელია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სათანადო დროში, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე დაასრულონ.
მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას არავითარი საფრთხე არ შეექმნება.
"ერთი თვითაც რომ გახდეს საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ამ შემთხვევაშიც, ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა, რომ სათანადო დროში დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. შესაბამისად, არავითარი საფრთხე...
რამდენიმე დღეში შესაძლოა ქვემო ბოლნისი გაიხსნას, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაზადიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენაზე იქნება დამოკიდებული.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს 10 დადასტურებული ახალი შემთხვევა. მათგან 6 სოფელ მუშოვანში, 3 - გეტაში, ერთი კი სავანეთში. რაც შეეხება გეტას, ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს. გამოვლენილი ინფიცირებულების კონტაქტები კარანტინში იქნებიან და სამკურნალო დაწესებულებებში“, -...
აჭარის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ანგარიში კანონმდებლებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში - 106, შემოსავლების ნაწილში კი 108 %-ით შესრულდა.
„რაც შეეხება გადასახდელებს, აქ შესრულების მაჩვენებელი - 105, შემოსავლების ნაწილში -...
ბათუმში სატვირთო ავტომობილის მძღოლებმა ადლიის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, თურქეთიდან სხვადასხვა ტვირთები შემოაქვთ და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ. ასე მძღოლები მოითხოვენ, რომ სარფის საბაჟოზე დოკუმენტაციის გაფორმებისთვის გათვალისწინებული ვადა გახანგრძლივდეს, რადგან დროში ვერ ეტევიან.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 72 საათის განმავლობაში უნდა მოასწრონ ყველა პროცედურის გავლა, თურქეთში გადასვლა, დატვირთვა, დაბრუნება და სხვა პროცედურები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოლიდურად...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეიდან 25 მაისის ჩათვლით „მწვანე ბიუჯეტის“ საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო. მსურველებს შევსებული განცხადება შეუძლიათ მიიტანონ საკრებულოში ან გააგზავნონ ელექტრონულად.
განაცხადის ფორმას და რეკომენდებული ნარგავების სიას საკრებულო აქვეყნებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სანდრო სორდიას ინიციატივით, 2020 წლის ბიუჯეტში აისახა „მწვანე ბიუჯეტის“ კონცეფცია, რაც გულისხმობს ე.წ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტის ერთგვარ ანალოგიას ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩებსა და უბნებში.
ოფიციალური ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობისათვის...
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ლ.ჯ. სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა...
ახალციხის აგრარული ბაზარი გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აგრარული ბაზრის შესასვლელში მოქალაქეთა თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, მოწყობილია დეზობარიერი, გამიჯნულია შესასვლელი და გამოსასვლელი, ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებლები პირბადით გადაადგილდებიან, კონტროლდება სავალდებულო 2 მეტრიანი დისტანცია.
ბაზარში არსებულ მდგომარეობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა...
ხვალ, 6 მაისს, გიორგობას, გორიჯვრის ეკლესიისკენ ასასვლელი გზა საავტომობილო ტრანსპორტისთვის გადაიკეტება და ადგილზე მდგომარეობას საპოლიციო ძალები გააკონტროლებს. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის რეგიონალური საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
"ქვეითები, მომლოცველები ეკლესიაში ასვლას ფეხით შეძლებენ, თუმცა, ყველას მოუწევს ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული რეკომენდაციების დაცვა - ეს იქნება დისტანცია, ადამიანების შეკრების შეზღუდვა თუ დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება", - განცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო...
2020 წლის 5 მაისს კასპის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჟურნალისტების გარეშე ჩატარდა. დაცვის წევრებმა მედიის წარმომადგენლები შენობა არ შეუშვა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
დაცვის წევრების თქმით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საჭიროა ჯანმრთებლობის ცნობის წარდგენა, რომელიც დაადასტურებს, რომ ჟურნალისტებს კორონავირუსი არ აღენიშნებათ.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ნუგზარ ნონიაშვილის მცდელობა, ჟურნალისტებს შენობაში შესასვლელად დახმარებოდა, უშედეგოდ დასრულდა.
საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ლეონიძის თქმით, მსგავსი ბრძანება ხელმძღვანელობის მხრიდან...
ხაშურის ბაზარი 6 მაისს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შემოწმების შედეგად, აღმოჩნდა, რომ აგრარული ბაზარი უკვე ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა.
"კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნა შესაბამისი ნიშნების მითითებით. ასევე, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია განხორციელდება ინტენსიურად.
მოვაჭრეები კი საქმიანობას პირბადეებითა...
სათამაშო ბიზნესიდან გორის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს სარგებელი ვერ მიიღო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გამოცემის ცნობით, მუნიციპალიტეტის 1-ლი კვარტლის შესრულების მიხედვით, ამ პერიოდში მოსაკრებლის სახით, ბიუჯეტში 60 ათასი ლარის, წლის განმავლობაში კი 250 ათასი ლარის შემოსავალს ელოდებოდნენ, თუმცა გასული 4 თვის განმავლობაში ბიუჯეტში ამ თანხის 0% ია დაფიქსირებული.
გასულ წელს მუნიციპალიტეტმა სათამაშო ბიზნესიდან შემოსავალი 292 200 ლარი მიიღო, რაც 2019 წლის...
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში, გარეგანათების ქსელის მოწყობა 2020 წლის იანვრის პირველ კვირაში დასრულდა, მას შემდეგ ადგილობრივები განათების ჩართვას ელოდებიან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
საირმეში 37 გარეგანათების ბოძი 2019 წლის დეკემბერში დაიდგა. მთლიანი ქსელის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენედრში გამარჯვებულ კომპანიას ვადა 2020 წლის 10 იანვრამდე ჰქონდა.
სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ კომპანიამ სამუშაოები დეკემბერშივე დაასრულა, თუმცა განათება უკვე მეოთხე თვეა არ ჩართულა:
„ყველა სამუშაო დაასრულეს...
4 თვეში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურებისთვის 944 700 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
აქედან, როგორც 1 კვარტლის შესრულების ანგარიშშია ნათქვამი, სახელმწიფო ბიუჯეტის წილი 29 200 ლარია, დანარჩენს კი მუნიციპალიტეტის შემოსავლებიდან მიღებულ თანხა წარმოადგენს.
გეგმის მიხედვით, ამ მიმართულებით 2020 წლის 4 თვეში, 1 119 000 ლარის გახარჯვა იგეგმებოდა, თუმცა აღნიშნულ პერიოდში 174 300 ლარით ნაკლები გაიცა.
შესრულლების ანგარიშში...
ჩოხატაურში თვითიზოლაციაში შვიდი პირი იმყოფება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ჩოხატაურში, მუდმივად ხდება საჭიროების მქონე მოსახლეობის დახმარება. მათ შორის მერიაში, ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით ხდება რეაგირება“, – აცხადებს ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა.
ამასთან, მერის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში შესაბამისი სამსახურები აგრარულ ბაზარს შეამოწმებენ და ობიექტი მუშაობას ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში განაახლებს.
„რაც შეეხება აგრარული ბაზარში მუშაობის განახლებას, ამ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































