ხვალ, 6 მაისს, გიორგობას, გორიჯვრის ეკლესიისკენ ასასვლელი გზა საავტომობილო ტრანსპორტისთვის გადაიკეტება და ადგილზე მდგომარეობას საპოლიციო ძალები გააკონტროლებს. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის რეგიონალური საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
“ქვეითები, მომლოცველები ეკლესიაში ასვლას ფეხით შეძლებენ, თუმცა, ყველას მოუწევს ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული რეკომენდაციების დაცვა – ეს იქნება დისტანცია, ადამიანების შეკრების შეზღუდვა თუ დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება”, – განცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
6 მაისს გორიჯვრობა აღინიშნება.