ხობის სოფელ შუა ხორგში გამგეობის შენობის ფანჯრების ჩამსხვრევისთვის ერთი პირი დააკავეს

473

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ლ.ჯ. სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგში გამგეობის შენობის ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.