ბათუმში სატვირთო ავტომობილის მძღოლებმა აქცია გამართეს

487

ბათუმში სატვირთო ავტომობილის მძღოლებმა ადლიის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, თურქეთიდან სხვადასხვა ტვირთები შემოაქვთ და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ. ასე მძღოლები მოითხოვენ, რომ სარფის საბაჟოზე დოკუმენტაციის გაფორმებისთვის გათვალისწინებული ვადა გახანგრძლივდეს, რადგან დროში ვერ ეტევიან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 72 საათის განმავლობაში უნდა მოასწრონ ყველა პროცედურის გავლა, თურქეთში გადასვლა, დატვირთვა, დაბრუნება და სხვა პროცედურები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოლიდურად ჯარიმდებიან როგორც თურქეთის, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე.

„ვითხოვთ გარკვეული შეზღუდვების გაუქმებას თურქეთში, სახელმწიფოს ვთხოვთ გვიშუამდგომლოს თურქეთის რესპუბლიკასთან. ფაქტობრივად დავრჩით უმუშევრები, გაჩერდა ყველა გადამზიდი კომპანია, რადგანაც 72-საათიანი ვადა არ არის საკმარისი. თურქეთიდან შემოსულ მანქანებს აქვთ 48 საათი, ტვირთის დასაცლელად და დასაბრუნებლად და ეს ვადა საკმარისია, ჩვენც გვინდა, რომ ანალოგიური პირობები მოგვცეს თურქულმა მხარემ“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მალხაზ კომახიძე.

ტრაილერების მძღოლები ხელისუფლებას, თურქულ მხარესთან შუამდგომლობას სთხოვენ. იმ შემთხვევაში, თუ მათი პრობლემები არ მოგვარდება, მძღოლები აქციას კვლავ გამართავენ.