4 თვეში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურებისთვის 944 700 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
აქედან, როგორც 1 კვარტლის შესრულების ანგარიშშია ნათქვამი, სახელმწიფო ბიუჯეტის წილი 29 200 ლარია, დანარჩენს კი მუნიციპალიტეტის შემოსავლებიდან მიღებულ თანხა წარმოადგენს.
გეგმის მიხედვით, ამ მიმართულებით 2020 წლის 4 თვეში, 1 119 000 ლარის გახარჯვა იგეგმებოდა, თუმცა აღნიშნულ პერიოდში 174 300 ლარით ნაკლები გაიცა.
შესრულლების ანგარიშში მიზეზები დაკონკრეტებული არ არის.
საერთო ჯამში, შრომის ანაზღაურებისთვის გორის მერიას წელს 4 მლნ 107 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.