აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ტურიზმის მხარდაჭერისთვის აჭარის ბიუჯეტიდანაც იქნება რესურსი გამოყოფილი. აღნიშნულის შესახებ რიჟვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მოხდება თუ არა აჭარის მთავრობის მიერ თანხის გამოყოფა იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა ახალი მოთხოვნების შესაბამისად გადაეწყოს. მისი თქმით, აჭარის მთავრობა საკარანტინე სივრცეების მოწყობისთვის 7 მლნ. ლარზე მეტს ხარჯავს. „საგანგებო ბიუჯეტის ნაწილში დაახლოებით 7 მლნ. ლარზე მეტს...
თერჯოლის მუნიციპალიტეტში 3 ახალი სკოლა შენდება, 10-ს კი რეაბილტაცია უტარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. ერთ-ერთი მშენებარე სკოლა დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა დაათვალიერეს. როგორც ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, სამუშაოები რეგიონის მასშტაბით შეუფერხებლად უნდა წარიმართოს, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით. თერჯოლის მუნიციპალიტეტში 24 საჯარო სკოლაა - 3 ახალი შენდება,...
ჩვენ ხვალიდან მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ შევამსუბუქოთ და მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირაა, აჭარაში დაინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ ფიქსირდება. "ყოველდღიურად დაახლოებით 300 ტესტზე მეტი კეთდება. ჩვენ ხვალიდან მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ შევამსუბუქოთ და მოვხსნათ შეზღუდვები ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში. რაც შეეხება სასტუმროებს, გარდა...
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის 92 ბენეფიციარს და თანამშრომელს COVID-19-ზე „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდათ. „დაანონსებული პროტოკოლის შესაბამისად ჩვენ უკვე დავიწყეთ მოწყვლადი ჯგუფების გატესტვა. ტესტირება ხდება „პისიარ“ ტესტების საშუალებით. ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით გაიტესტება ყველა ის პანსიონატი, რომელიც წარმოადგენს რისკ ჯგუფს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ამ ადამიანების მონახულება. მე მინდა მადლობა გადავუხადო აქ მომუშავე პროფესიონალებს და პერსონალს, რომლებიც ძალიან კარგად ასრულებენ...
სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებით, დღეიდან ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცალო ვაჭრობის აგრარულ ბაზარში (შპს. ნავთლუღი) სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები უწევენ ზედამხედველობას. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, სავაჭრო ობიექტში ძველი დახლების დემონტაჟი და ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს. „იმისათვის, რომ ბაზარმა უმოკლეს ვადაში დააკმაყოფილოს უსაფრთხოების დადგენილი მოთხოვნები და აღადგინოს ფუნქციონირება, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები...
ბათუმის საკრებულო "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებულ ანტიკრიზისულ გეგმას ხვალ განიხილავს. რიგგარეშე სხდომა ფრაქციის ინიციატივით ჩაინიშნა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე არ დაესწრება. ამის შესახებ იმედინიუსი წერს.  სულიკო თებიძის განცხადებით, ამ გეგმის საკრებულოს სხდომაზე განხილვა არაკანონიერია. ის "ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. იმისთვის რომ სხდომა ჩატარდეს, აუცილებელია 25 დეპუტატიდან 13 წევრის დასწრება. შედგება თუ არა ქვორუმი, ჯერ უცნობია, რადგან "ნაციონალური მოძრაობა"...
წინა სტატია ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ე.წ. „იუგოსეტპოტრებნადზორის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ანა გაგლოევამ განაცხადა. ინფორმაციას სპუტნიკ ოსეტია ავრცელებს. აღნიშნული მონაცემებით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ცნობისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის თაობაზე 6 მარტს შუადღისას განაცხადა. ინფორმაცია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების სამამდე გაზრდის შესახებ რამდენიმე საათის შემდეგ გახდა ცნობილი. ახალი კორონავირუსის გავრცელების...
წინა სტატია უამინდობის და დიდითოვლობის გამო შესაძლოა თუშეთის გზის გახსნა მაისის თვის შუა რიცხვებისთვის ვერ მოხერხდეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.  ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის თქმით, გზის გახსნა 15 მაისისთვის იგეგმებოდა, თუმცა დიდთოვლობის და უამინდობის გამო მისი დროულად გაწმენდა ვერ ხერხდება და შესაძლოა გზის დროულად გახსნა ვერ მოხერხდეს. "მიმდინარეობს თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა უამინდობის და დიდთოვლობის გამო ფერხდება. შესაძლოა...
ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობამ კვების ობიექტებს გარკვეული შეღავათები დაუწესა. რესტორნები და კვების სხვა ობიექტები საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრი ვარაუდობს, რომ ეს სექტორი ალბათ ყველაზე სწრაფად აღდგება და შიდა ტურიზმიც გარკვეულად დატვირთავს ამ ობიექტებს. როგორც ანიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე აღნიშნეს კვების ობიექტები 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ასევე, მათ საშემოსავალო...
ტურიზმის სფეროს დახმარების მესამე ეტაპის ბიუჯეტი 200 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ეკონომიკის მინისტრმა განაცხდა. „მთლიანობაში ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი მოითხოვს 200 მილიონი ლარის ბიუჯეტს, რომელიც არის ამისთვის გამოყოფილი. ყველაზე მეტად წონადი ამ ბიუჯეტში არის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც ჯამში ქონებისა და საშემოსავლო გადასახდის გადავადება 135 მილიონ ლარს იწონის“, - განაცხადა თურნავამ. კერძოდ, ეს 200 მილიონი ლარი ასე ნაწილდება: ტურისტული...
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში სამი სექტორის მხარდაჭერისა და დახმარების გეგმას წარადგენს. „ორიოდ სიტყვით გითხარით გეგმა, რომელსაც მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში. დღეს ვიწყებთ ტურიზმით, შემდგომ გავაგრძელებთ სოფლის მეურნეობით და ფერმერებით, შემდგომ იქნება მშენებლობა და დეველოპმენტის მხარდაჭერა და შემდგომ იქნება განათლება“, – განაცხადა გახარიამ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე. მისივე თქმით, ტურიზმი არის ის დარგი, რომელმაც მიიღო ყველაზე...
საქართველო „კოვიდ-19“-ისგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებად წყალტუბოს, გუდაურის, საირმის, აბასთუმნის, ბორჯომისა და სხვა კურორტების გამოყოფას განიხილავს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გამოყოს „კოვიდ-19“-ისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და კიდევ ბევრი სხვა კურორტი, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირდებოდნენ, როგორც სასუნთქი...
უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ, რომლითაც ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დავუსუბსიდირებთ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს პროგრამა 6 თვეს გაგრძელდება. „ეს არის სასტუმროების უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად, სასტუმრო ინდუსტრიის 95%-ზე მეტი ობიექტი. ასევე, დავეხმარებით და დავუსუბსიდირებთ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, რაც სულ...
მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები 2020 წელს ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან და ამასთან, საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. „ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიებს საბრუნავ საშუალებებს გამოვუთავისუფლებთ, რომ დასაქმებულები შეინარჩუნონ. ასევე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც აქამდე პირველ ნოემბრამდე იყო გადავადებული, გადავადდება 2020 წლის ბოლომდე და აქაც იგივე პრობლემას...
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. როგორც მან ტურიზმის ამოქმედების პოსტკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განმარტა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები წლის ბოლომდე გადავადდება. „2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან და ეს დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 9 თვით, წლის ბოლომდე. აქ ვერ დავპირდებით ვერავის საშემოსავლოს სრულ...
15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები. აღნიშნულის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა. „საქართვლოს მთავრობას აქვს გეგმა და ეს გეგმა შესრულდება. 15 ივნისიდან საქართვლო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები. ამას ჩვენ გავაკეთებთ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ