უამინდობის გამო თუშეთის გზა შესაძლოა გვიან გაიხსნას

546

წინა სტატია

უამინდობის და დიდითოვლობის გამო შესაძლოა თუშეთის გზის გახსნა მაისის თვის შუა რიცხვებისთვის ვერ მოხერხდეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის თქმით, გზის გახსნა 15 მაისისთვის იგეგმებოდა, თუმცა დიდთოვლობის და უამინდობის გამო მისი დროულად გაწმენდა ვერ ხერხდება და შესაძლოა გზის დროულად გახსნა ვერ მოხერხდეს.

“მიმდინარეობს თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა უამინდობის და დიდთოვლობის გამო ფერხდება. შესაძლოა გზის გახსნა 20 მაისისთვისაც ვერ მოხერხდეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ამინდზე”,– განაცხადა ვაჟა ნასყიდაშვილმა.

თუშეთის გზა ყოველწლიურად ოქტომბრის თვიდან იკეტება და მაისში იხსნება.