ნავთლუღის საცალო ვაჭრობის აგრარულ ბაზარში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

643

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებით, დღეიდან ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცალო ვაჭრობის აგრარულ ბაზარში (შპს. ნავთლუღი) სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები უწევენ ზედამხედველობას.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, სავაჭრო ობიექტში ძველი დახლების დემონტაჟი და ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს.

„იმისათვის, რომ ბაზარმა უმოკლეს ვადაში დააკმაყოფილოს უსაფრთხოების დადგენილი მოთხოვნები და აღადგინოს ფუნქციონირება, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები აქტიურად თანამშრომლობენ ბაზრის ადმინისტრაციასთან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. სააგენტოს ჩართულობით ჩატარებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, გლდანის აგრარულმა საცალო ბაზარმა დღეიდან მუშაობა განაახლა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.