საქართველოს მთავრობამ დღეს სოფლის მეურნეობის სფეროს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული რამდენიმე პროგრამა დაამტკიცა. ფერმერების მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა. „პირველი ეს არის შეღავათი, რომელიც ფერმერებს დაუწესდა სამელორაიცო გადასახადის გათავისუფლების სახით. მათ ჩამოეწერათ, როგორც წინა წლების 2020 წლამდე არსებული დავალიანება, ასევე მიმდინარე წლის, 10 ჰექტრამდე მეურნებობებისთვის ირიგაციისა და დრენაჟის საფასური. მეორე აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაა, ეს არის...
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება მთავრობის გაცხადებულ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას და მოუწოდებს ხელისუფლებას სამართლიანად გადაანაწილოს მხარდაჭერისთვის გამოყოფილი რესურსები ფერმერთა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რომ 2016 წელს დაწყებული მიწის რეფორმას ნაკვეთების რეგისტრაციის მხრივ დიდი შედეგები არ ჰქონია. მათი ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში მიწის მხოლოდ 45%-ია რეგისტრირებული. EMC-ს წერს, რომ გლეხების დიდი...
ქუთაისის საკრებულოშო ხმაური იყო. ოპოზიციის ინიციატივას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ბიუჯეტიდან 5 მილიონის გამოთავისუფლებასა და თანხის პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაცემას მოითხოვდა. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობაზე ზრუნვის ნაცვლად, საარჩევნო სამზადისით არის დაკავებული და ცდილობს, თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას. საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის ბრალდებას ტყუილი უწოდა და განმარტა, რომ „ქართული ოცნება“ პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება, თუმცა ბიუჯეტიდან 5 მილიონის გამოთავისუფლებას და თანამშრომლების...
ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში გაიზარდოს, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობას სურს, რომ ეკონომიკა იზრდებოდეს ძალიან სწრაფად, იზრდებოდეს სოფლის მეურნეობის გამოშვებაც და დამატებითი ღირებულებაც, რომელიც სოფლის მეურნეობიდან გამოდის. „ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში გაიზარდოს. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეა. ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკა...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს,რომ ხელისუფლება უკვე ეხმარება ფერმერებს და რეგიონში უფასოდ ამუშავებენ სახნავ-სათესს მიწებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  მთავრობის თავჯდომარე ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს და მათ კრიტიკას გამოხტომას უწოდებს. ''მაგათი გამოხტომები ახალ მწვერვალებს იბყრობს, ადრე თუ ჩვეულებრივი შარლატანები იყვნენ ახლა კოპლებიანი შარლატანები არიან. "' ფერმერების საკითხზე კი ამბობს,რომ: "ცენტრალური ანტიკრიზისული სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში ის გლეხი, რომელიც ფლობს დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს მიიღებს შესაბამისს სუბსიდიას. ასევე აჭარის მთავრობა საგანგებო ბიუჯეტის ნაწილში...
ჯანდაცვის სამინისტრო, სამი დღის ვადაში, მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს კონკრეტულ რეკომენდაციებს გადაუგზავნის თუ როგორ და რა რეგულაციების დაცვით უნდა განაახლოს მუშაობა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. შესაძლოა, მეტრომ და ავტობუსებმა მუშაობა 22 მაისის შემდეგ განაახლონ. მგზავრობისას მოქალაქეებს პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ. მუდმივად განხორციელდება ტემპერატურის მონიტორინგი, რა საშუალებით ამაზე სამინისტროში ჯერ კიდევ მსჯელობენ. რაოდენობის მგზავრების გადაადგილება იქნება დაშვებული, ჯერჯერობით უცნობია. მთავარ...
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ლევან კინწურაშვილმა თანამდებობა დატოვა. ასევე ტანამდებობა დატოვა ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.  როგორც მერიის პრესსამსახურში ამბობენ, ლევან კინწურაშვილის წასვლა მერიაში შიდა საკადრო გადაადგილებებს უკავშირდება, თუმცა, ცვლილებების მიზეზს თვითმმართველობაში არ განმარტავენ. აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ კინწურაშვილმა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, მის ადგილს კი მოადგილე, გენადი კუჭუხიძე დაიკავებს. თავად...
დეფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში Covid-19-ით ინფიცირება კიდევ 5 პირს დაუდასტურდა და საერთო რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ცხინვალის ე.წ. სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელის, ანა გაგლოევას ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკვირვების ქვეშ 279 პირი იმყოფება. აღსანიშნავია, რომ დღეს გამოვლენის შემთხვევებს შორის 4 რუსული სამხედრო სასწავლებლების კურსანტია. დეფაქტო ხელისუფლება ისევ უარზეა, კორონავირუსთან საბრძოლველად ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარება მიიღოს მაშინ, როცა ადგილობრივი ექიმები ამბობენ, რომ რეგიონში ვირუსის აფეთქების...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 102 ახალი ფაქტი გამოვლინდა. „პოლიციამ, 13 მაისის 21:00 საათიდან 14 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 89 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 7 პირი დააჯარიმეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი...
წინა სტატია რუსთავში სტაბილური სიტუაციაა და ამ ეტაპზე კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, დღეიდან რუსთავში შესვლასა და სხვა ქალაქებში გასვლაზე შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა სტაბილური სიტუაციის შენარჩუნება, მომავალში დამოკიდებული იქნება მოსახლეობის მხრიდან საზოგადოებრივი დისტანცირებისა და სხვა არსებული რეკომენდაციების დაცვაზე. „დღეიდან ქალაქი გახსნილია და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება, გარდა კომენდანტის...
13 მაისს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ლოგოს შესარჩევი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა გამარჯვებული გამოავლინეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. „დაახლოებით 70 ვარიანტი გვქონდა, მათი შეფასება იყო დახურული, კომისიის წევრებს მხოლოდ ნიმუშების გვქონდა და არ ვიცოდით ნამუშევრების ავტორები ვინ იყვნენ, ჯერ გამოვლინდა მათ შორის 12, რომელმაც ყველაზე მაღალი ქულა დააგროვა, შემდეგ აქედან მოხდა საუკეთესოს არჩევა, რომელიც დღეს გამოვლინდა, ავტორია ცოტნე...
video
კომბინატის დასახლებაში, ჯანაშიას ქუჩაზე წყლის მილია დაზიანებული და ქუჩის ნაწილი იტბორება. ადგილობრივი მცხოვრებლები „ლაივპრესთან“ საუბარში ამბობენ, რომ წყლის მილის დაზიანება ამ ქუჩისთვის არახალია და წლებია ყოველი შეკეთების შემდეგ ისევ ანალოგიური პრობლემა დგება. ამის შესახებ ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, ამ ქუჩის მცხოვრებლები ონკანიდან წამოსულ წყალს დასალევად ვერ იყენებენ. ამბობენ, რომ უვარგისია. ზუგდიდის მერიაში განაცხადეს, რომ კეთილმოწყობის სამსახური ინფორმირებულია აღნიშნულთან დაკავშირებით და...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საზოაგადოებრივი ტრასპორტის მოძრაობის აღდგენა მოხდება იმ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით რაც არის ქვეყანაში ყოველდღურად. „ნებისმიერი ცვლილება საზოგადოებრივ გადაადგილება არის ასოცირებული შესაძლო რისკების მატებასთან და თუ დღის წესრიგში დადგა დაავადების მატება, რომელმაც შესაძლოა რისკი შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანრმთელობას, სამწუხაროდ შეიძლება მოგვიწიოს უკუსვლების გაკეთება და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე ამა თუ იმ სახის შეზღუდვების დაწესება. ამჟამად,...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ორი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 9 200-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა. როგორც დავით ნარმანიამ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის მიმდინარეობაზე საუბრისას განუცხადა, ამ ეტაპზე უკვე შეჯამებულია ერთი თვის მონაცემები და მარტში მოქალაქეების კომუნალური მომსახურების სუბსიდირება ბიუჯეტს 55 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. „აპრილში კომუნალური სუბსიდიის...
ზუგდიდში, რიგის ქუჩის და მის სიახლოვეს, ზვიად გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ. მოქალაქეთა თქმით, ისინი ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.  "სოკარ ჯორჯია გაზის" ადგილობრივი სერვისცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დარსანიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ რიგის ქუჩაზე გაზსადენი კანალიზაციის სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ ცოტა ხნის წინ დააზიანა. ადგილზე უკვე გაემართა შესაბამისი ჯგუფი, რომელიც, კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, დღესვე აღადგენს ბუნებრივი...
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, იმ დროისთვის, როდესაც გორს მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება, ახალი საკანონმდებლო პაკეტი იფუნქციონირებს და არათვითმმართველ ქალაქს ტრანსპორტის მართვის უფლება ექნება. “მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირებისთვის არის გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები საჭირო. ეს ცვლილებების პაკეტი გამზადებულია, ჩაშვებულია და დაწყებულია პროცესი. იმ დროისთვის, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება ქალაქს, იფუნქციონირებს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც იქნება სრულად გამართული, როგორც სამართლებრივად, ასევე შინაარსობრივად“,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ