საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობა და პირბადეების გამოყენება გაკონტროლდება

1634

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საზოაგადოებრივი ტრასპორტის მოძრაობის აღდგენა მოხდება იმ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით რაც არის ქვეყანაში ყოველდღურად.

„ნებისმიერი ცვლილება საზოგადოებრივ გადაადგილება არის ასოცირებული შესაძლო რისკების მატებასთან და თუ დღის წესრიგში დადგა დაავადების მატება, რომელმაც შესაძლოა რისკი შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანრმთელობას, სამწუხაროდ შეიძლება მოგვიწიოს უკუსვლების გაკეთება და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე ამა თუ იმ სახის შეზღუდვების დაწესება.

ამჟამად, მოიაზრება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით მუშაობა, რაც გულისხმობს ადამიანის შეზღეუდული რაოდენობის ყოფნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის შიგნით და მგზავრების მიერ პირბადეების გამოყენებას ტრანსპორტით სარგებლობისას“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 652 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.