საკადრო ცვლილებები ქუთაისის მერიაში

762
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ლევან კინწურაშვილმა თანამდებობა დატოვა. ასევე ტანამდებობა დატოვა ქუთაისის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. 

როგორც მერიის პრესსამსახურში ამბობენ, ლევან კინწურაშვილის წასვლა მერიაში შიდა საკადრო გადაადგილებებს უკავშირდება, თუმცა, ცვლილებების მიზეზს თვითმმართველობაში არ განმარტავენ. აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ კინწურაშვილმა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, მის ადგილს კი მოადგილე, გენადი კუჭუხიძე დაიკავებს. თავად სამსახურის ყოფილი უფროსი სატელეფონო ზარს არ პასუხობს.
ლევან კინწურაშვილი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2018 წლის იანვარში დაინიშნა.
რაც შეეხება ზვიად ჯავახიას, თვიმმართველობაში აცხადებენ, რომ აუდიტის სამსახურის უფროსმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. წასვლის მიზეზად კი შიდა საკადრო ცვლილებები სახელდება. ჯავახია ა(ა)იპ ბაგა–ბაღების გაერთიანებაში მენეჯერის პოზიციაზე უკვე დაინიშნა
ზვიად ჯავახია აუდიტის სამსახურის უფროსად 2019 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე ის ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.