ზუგდიდში, რიგის ქუჩის და მის სიახლოვეს, ზვიად გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ. მოქალაქეთა თქმით, ისინი ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
“სოკარ ჯორჯია გაზის” ადგილობრივი სერვისცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დარსანიამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ რიგის ქუჩაზე გაზსადენი კანალიზაციის სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ ცოტა ხნის წინ დააზიანა. ადგილზე უკვე გაემართა შესაბამისი ჯგუფი, რომელიც, კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, დღესვე აღადგენს ბუნებრივი აირის მიწოდებას.
“30-40 ოჯახია. გაზსადენი დღესვე გაკეთდება. ნახევარი საათია რაც არ მიეწოდებათ. სმს-ი როგორ მიუვიდოდათ. მივლენ ახლა და ყველაფერი გამოსწორდება”, – თქვა გიორგი დარსანიამ.