შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, იმ დროისთვის, როდესაც გორს მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება, ახალი საკანონმდებლო პაკეტი იფუნქციონირებს და არათვითმმართველ ქალაქს ტრანსპორტის მართვის უფლება ექნება.
“მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირებისთვის არის გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები საჭირო. ეს ცვლილებების პაკეტი გამზადებულია, ჩაშვებულია და დაწყებულია პროცესი. იმ დროისთვის, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება ქალაქს, იფუნქციონირებს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც იქნება სრულად გამართული, როგორც სამართლებრივად, ასევე შინაარსობრივად“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე, კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის უფლება მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს შეუძლიათ. გორი კი, როგორც არათვითმმართველი ქალაქი, ამ უფლების მიღებას პარლამენტისგან ელოდება.