თუ კატასტროფული მდგომარეობა იქნება და შეუძლებელი გახდა არჩევნების ჩატარება, ან ძალიან მაღალი ვარაუდი იქნება იმისა, რომ არჩევნების ჩატარება ვირუსის გავრცელების წყარო შეიძლება გახდეს, კონსტიტუციითაა ეს დარეგულირებული და არჩევნები გადაიწევს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, მისი გაუქმებიდან 45-დან 60 დღის ვადაში ჩაინიშნება არჩევნების თარიღი.
„თუ აუცილებელი გახდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არჩევნები...
შვეიცარიის მთავრობამ დამატებით 300 000 დოლარი გამოყო საქართველოში შვეიცარიული აგრარული სკოლის - „კავკასია“ გასახსნელად, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, რომელიც შვეიცარიის სახელგანთქმული აგრარული სასწავლებლის „Plantahof“ 200-წლიან გამოცდილებას დაეყრდნობა.
შვეიცარიული აგრარული სკოლა სტუდენტების პირველ ნაკადს 2021 წლის გაზაფხულზე მიიღებს. სტუდენტები და ფერმერები გადამზადდებიან მეცხოველეობის, რძისა და ყველის წარმოების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ აგრარული სკოლა კავკასიის საინვესტიციო ღირებულება 3.0 მლნ დოლარს შეადგენდა,...
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში კლასიკოსი მწერლის ოტია იოსელიანის ბიუსტი გაიხსნა.
"დღეს16 ივნისს ოტია იოსელიანის დაბადებიდან 90 წელი სრულდება. მწერლის ბიუსტი ამ თარიღისთვის აუცილებალად დაამშვენებს წყალტუბოს ცენტრალურ პარკს", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, ცნობილი მწერლები, საზოგადო მოღვაწეებიდა მწერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ. ბიუსტის გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით ლიტერატურული პერფომანსი გაიმართა და მწერლის დაბადებიდან 90 წლის იუბილე სიმბოლურად აღინიშნა.
ბიუსტის დადგმის...
გორის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 46 სხვადასხვა მიწის ნაკვეთს ასხვისებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
საკრებულოს შესაბამისი დადგენილებიდან ირკვევა, რომ მერიას არ აქვს დაგეგმილი აღნიშნულ მიწის ნაკვეთების რაიმე მიზნით გამოყენება, აქედან გამომდინარე საკრებულომ მერიას საპრივატიზაციო ნუსხაში ცვლილებების შეტანის უფლება მისცა.
ბოლო საკრებულოს სხდომამდე ნუსხაში 41 ობიექტი იყო გასასხვისებლად წარმოდგენილი, თუმცა მერიის მოთხოვნით სიას 5 ობიექტი დაემატა:
ძმები რომელაშვილების ქუჩაზე არსებული 10...
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ნათქვამია ბოლნისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში: რატევანი, ქვეში და ძველი ქვეში.
„სოფელ რატევანში შიდა საავტომობილო გზა ეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 1 550 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება და სანიაღვრეები მოეწყობა. პროექტის ღირებულება ღირებულება 766 994 ლარია.
აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ქვეშში, ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს პროექტის...
წინა სტატია
თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი ვარკეთილში ბაზრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. მათი გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს ალტერნატიულ სავაჭრო ფართებს გამოუყოფენ და წლის ბოლომდე გადასახადისგან გაათავისუფლებენ.
„ამ ეტაპზე ზარალის დაანგარიშება და იმ პირების იდენტიფიცირება ხდება, ვინც ამ ფართებით სარგებლობდნენ. პირველ რიგში, მათი საქმიანობის სფერო უნდა აღდგეს. პროცესი დაიწყება ხვალიდან და ამ ადამიანების სავაჭრო ფართებით დაკმაყოფილება მოხდება. მოვაჭრეები ასევე განთავისუფლდებიან გადასახადისგან, პირობითად წლის ბოლომდე,...
ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ნაგვის ბუნკერი, რამოდენიმე თვეა გატყდა და მოქალაქეები ნაგავს ხიდიდან, "ბაზრის წყლის" ტერიტორიაზე ყრიან. მიუხედავად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრის წარმომადგენლების დაპირებისა, ახალი ურნა აღნიშნულ ტერიტორიაზე, ჯერ არ მიუტანიათ. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
მოსახლეობა, ნაგავს იქვე ხიდიდან "ბაზრის წყლის"ტერიტორიაზე ყრის. ანტისანიტარია და საშინელი სუნი დგას. ადგილობრივი მაღაზიის მეპატრონეები შეწუხებულები არიან და ითხოვენ ახალი ურნა დადგან, რადგან უკვე გაუსაძლისია ამ ტერიტორიაზე...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდების იდეების მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს. პროექტ „თვითმმართველობა განათლებისათვის“ ფარგლებში, საკრებულოს დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს პროგრამის დეტალები გააცნეს.
კონკურსის მიზანია, ახალგაზრდების ჩართულობა და მათი იდეების, შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა-წახალისება.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით მერია და საკრებულო კოორდინირებულად გეგმავს საინფორმაციო შეხვედრებს.
ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული...
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში შესვლის ფასი ნახევრდება. ამის შესახებ, ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ადასტურებს.
ის იმედოვნებს, რომ სააგენტოს დაქვემდებარებაში შემავალი კულტურული ძეგლების მონახულების ფასის შემცირება, შიდა ტურიზმს კიდევ უფრო წაახალისებს.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუზეუმ-ნაკრძალების მომზადება იმისათვის, რომ გახსნა შევძლოთ. იმედი მაქვს, ფასის განახევრება შიდა ტურიზმს წაახალისებს. საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებს ჰყავს" , - აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.
როგორც...
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ნაძალადევის რაიონში, ურიდიას მეორე ჩიხში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.
კომპანიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა ნახევარი კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისიწინებით აგრძელებს.
კომპანიამ ნაძალადევის რაიონში, ურიდიას მეორე ჩიხში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა ნახევარი კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგებისა და...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ფონდმა უკვე დაიწყო რეაბილიტაციის ტენდერების გამოცხადება გურიისა და კახეთის რეგიონში.
"პროგრამა ითვალისწინებს გურიის რეგიონში 8 სკოლის, ხოლო კახეთის რეგიონში 5 სკოლის რეაბილიტაციას. გურიის რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბუკისციხის, ზომლეთის, თხინვალი, ლესას, მერიის, სამების, ლანჩხუთის და ჩოჩხათის საჯარო სკოლებს. კახეთის რეგიონში კი...
პანდემიით გამოწვეული შემოსავლების დანაკლისი ჯამში მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე დიდი დანაკლისი საგადასახადო შემოსავლებშია.
„რაც შეეხება ეკონომიკის გავლენას ბიუჯეტზე, პანდემიით გამოწვეული შემოსავლების დანაკლისი ჯამში მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს. ყველაზე დიდი დანაკლისი რა თქმა უნდა,...
სამგორის რაიონის გამგებელის, კახა სამხარაძის ინფორმაციით, ვარკეთილის შერეული ბაზრობის ტერიტორია საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, კომპანია “ირაოს” მიერ არის დაზღვეული და ზარალის ანაზღაურება მათი დასკვის შესაბამისად მოხდება.
მისივე თქმით, ყველა დაზარალებულის შემთხვევა ინდივიდუალურად იქნება განხილული.
„ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა. გამოიკვეთა, რომ არსებული ტერიტორია დაზღვეულია საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, კომპანია „ირაოს” მიერ. კომპანიის წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ ადგილზე და ეცნობიან სიტუაციას, დაველოდებით მათ დასკვნას და...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კულტურის და ტურიზმის სააგენტოს თანამშრომლების ნაწილს ხელშეკრულება მომავალი თვიდან აღარ გაუგრძელდება, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" სააგენტოს ხელმძღვანელი ესაუბრა.
გელა კაპანაძის განმარტებით, შტატგარეშე დასაქმებულ პირთა ნაწილს შრომითი ხელშეკრულების ვადა - თვის ბოლოს, ნაწილს კი აგვისტოში ეწურება.
"ეს საკითხი ამ ეტაპზე განხილვა-გადაწყვეტის ეტაპზეა. ზოგს გაუგრძელდება ზოგს შესაძლოა აღარ. და გარკვეული წყვეტა იყოს. მაქსიმალურად ვეცდებით, კადრები შევინარჩუნოთ", - აღნიშნა გელა კაპნაძემ.
რა...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ისტორიული ძეგლის, მირმანოზ ერისთავის სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც რადიო "მოზაიკას" მერის წარმომადგენელმა, ლექსო ბუჯიაშვილმა უთხრა, სამუშაოები "ქართუ ჯგუფიის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
"ამ სასახლის რეაბილიტაცია დიდი ხნის განმავლობაში იდგა დღის წესრიგში. შემდეგ ერთმა ადამიანმა დაგვაკავშირა "ქართუ ჯგუფთან" და დაინტერესდნენ. რამდენიმე დღეა, დაიწყო სამუშაოები. საკმაოდ ხანგრძლივი დრო დასჭირდება მის სრულ აღდგენას. პროექტის მიხედვით, სასახლეს პირვანდელი სახე დაუბრუნდება",- ამბობს ლექსო...
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები რუსლან ჰაჯიევი და თამაზ ნავერიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იყვნენ.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პარლამენტარმა რუსლან ჰაჯიევმა დაადასტურა, რომ სუს-ში გამოკითხვაზე თამაზ ნავერიანთან ერთად იმყოფებოდა. ნავერიანი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
რუსლან ჰაჯიევის განცხადებით, გამოკითხვა ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. სხვა დეტალებზე პარლამენტარი არ საუბრობს, ვინაიდან სუს-მა მას გაუთქმელობის ვალდებულება დააკისრა.
სუს-ში გამოკითხვაზე უკვე იყვნენ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































