შვეიცარიის მთავრობამ საქართველოში აგრარული სკოლისთვის 300 000 დოლარი გამოყო

904

შვეიცარიის მთავრობამ დამატებით 300 000 დოლარი გამოყო საქართველოში შვეიცარიული აგრარული სკოლის – „კავკასია“ გასახსნელად, – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, რომელიც შვეიცარიის სახელგანთქმული აგრარული სასწავლებლის „Plantahof“ 200-წლიან გამოცდილებას დაეყრდნობა.

შვეიცარიული აგრარული სკოლა სტუდენტების პირველ ნაკადს 2021 წლის გაზაფხულზე მიიღებს. სტუდენტები და ფერმერები გადამზადდებიან მეცხოველეობის, რძისა და ყველის წარმოების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ აგრარული სკოლა კავკასიის საინვესტიციო ღირებულება 3.0 მლნ დოლარს შეადგენდა, რომელიც შვეიცარიისა და ქართული კერძო წყაროებიდან მიიღება, მათ შორისაა შვეიცარიის სამხრეთ კავკასიის ფონდი.