გორის მერია 46 მიწის ნაკვეთს ასხვისებს

1017

გორის მუნიციპალიტეტის მერია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 46 სხვადასხვა მიწის ნაკვეთს ასხვისებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

საკრებულოს შესაბამისი დადგენილებიდან ირკვევა, რომ მერიას არ აქვს დაგეგმილი აღნიშნულ მიწის ნაკვეთების რაიმე მიზნით გამოყენება, აქედან გამომდინარე საკრებულომ მერიას საპრივატიზაციო ნუსხაში ცვლილებების შეტანის უფლება მისცა.

ბოლო საკრებულოს სხდომამდე ნუსხაში 41 ობიექტი იყო გასასხვისებლად წარმოდგენილი, თუმცა მერიის მოთხოვნით სიას 5 ობიექტი დაემატა:

ძმები რომელაშვილების ქუჩაზე არსებული 10 კვ.მ მიწის ნაკვეთი;
კარალეთში 5 297 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი;
წმინდა წყლის მე-5 მიკრორაიონის მიმდებარედ არსებული 3 სხვადასხვა მიწის ნაკვეთი, თითოეულის ფართობი – 31 კვ.მ.

რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ სრულ სიას: