ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ნათქვამია ბოლნისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში: რატევანი, ქვეში და ძველი ქვეში.
„სოფელ რატევანში შიდა საავტომობილო გზა ეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 1 550 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება და სანიაღვრეები მოეწყობა. პროექტის ღირებულება ღირებულება 766 994 ლარია.
აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ქვეშში, ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს პროექტის ფარგლებში 100 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება, ხოლო 485 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება. სამუშაოებისთვის 595 000 ლარია გამოყოფილი. სოფელ ძველ ქვეშში კი 500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა მოეწყობა, მისი ღირებულება 397 000 ლარს შეადგენს.
სამივე ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ თანადაფინასებით ხორციელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურა განასაკუთრებით პრიორიტეტულია, წელს ამ მიმართულებით 10 პროექტი ხორციელდება, რომელთა სრული ღირებულება 6 მლნ ლარს შეადგენს. ვცდილობთ გზები განსაკუთრებით ჩვენს სოფლებში მოვაწესრიგოთ, რათა მოსახლეობამ თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი გზით ისარგებლოს. პანდემიის პირობებში დიდ ყურადღებას ვაქცევთ უსაფრთხოებას, ამიტომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციით ხორციელდება“, – აცხადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი.