„ჯივიპიმ“ ნაძალადევის რაიონში, ურიდიას მეორე ჩიხში, წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა

409

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ნაძალადევის რაიონში, ურიდიას მეორე ჩიხში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.

კომპანიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა ნახევარი კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისიწინებით აგრძელებს.

კომპანიამ ნაძალადევის რაიონში, ურიდიას მეორე ჩიხში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა ნახევარი კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყო. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაში ჯივიპიმ 150 ათას ლარამდე ინვესტიცია განახორციელა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.