უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში შესვლის ფასი განახევრდა

1258
უფლისციხე

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში შესვლის ფასი ნახევრდება. ამის შესახებ, ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ადასტურებს.

ის იმედოვნებს, რომ სააგენტოს დაქვემდებარებაში შემავალი კულტურული ძეგლების მონახულების ფასის შემცირება, შიდა ტურიზმს კიდევ უფრო წაახალისებს.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუზეუმ-ნაკრძალების მომზადება იმისათვის, რომ გახსნა შევძლოთ. იმედი მაქვს, ფასის განახევრება შიდა ტურიზმს წაახალისებს. საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებს ჰყავს” , – აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

როგორც ცნობილია, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი, სახელმწიფო რეგულაციებიდან გამომდინარე, მუშაობას უახლოეს მომავალში განაახლებს.