ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე, მოსახლეობა თვეებია ნაგვის ურნას ითხოვს

583

ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ნაგვის ბუნკერი, რამოდენიმე თვეა გატყდა და მოქალაქეები ნაგავს ხიდიდან, “ბაზრის წყლის” ტერიტორიაზე ყრიან. მიუხედავად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრის წარმომადგენლების დაპირებისა, ახალი ურნა აღნიშნულ ტერიტორიაზე, ჯერ არ მიუტანიათ. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს. 

მოსახლეობა, ნაგავს იქვე ხიდიდან “ბაზრის წყლის”ტერიტორიაზე ყრის. ანტისანიტარია და საშინელი სუნი დგას. ადგილობრივი მაღაზიის მეპატრონეები შეწუხებულები არიან და ითხოვენ ახალი ურნა დადგან, რადგან უკვე გაუსაძლისია ამ ტერიტორიაზე ყოფნა საშინელი სუნის გამო.

“რამოდენიმე თვეა წაიღეს ურნა, რომელიც გატყდა, გვითხრეს ახალს მოვიტანთო, მაგრამ ამდენი დრო გავიდა და არაფერი მოუტანიათ. გამვლელები ნაგავს პირდაპირ “ბაზრის წყალში ხიდიდან ყრიან, ანტისანიტარია და საშინელი სუნია. ყველანი შეწუხებულები ვართ, განსაკუთრებით რაც დაცხა, უფრო გაუსაძლისია აქ ყოფნა.”- გვიყვება თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე.