წყალტუბოს ცენტრალურ პარკში კლასიკოსი მწერლის ოტია იოსელიანის ბიუსტი გაიხსნა

1305

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში კლასიკოსი მწერლის ოტია იოსელიანის ბიუსტი გაიხსნა.

“დღეს16 ივნისს ოტია იოსელიანის დაბადებიდან 90 წელი სრულდება. მწერლის ბიუსტი ამ თარიღისთვის აუცილებალად დაამშვენებს წყალტუბოს ცენტრალურ პარკს”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, ცნობილი მწერლები, საზოგადო მოღვაწეებიდა მწერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ. ბიუსტის გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით ლიტერატურული პერფომანსი გაიმართა და მწერლის დაბადებიდან 90 წლის იუბილე სიმბოლურად აღინიშნა.

ბიუსტის დადგმის იდეა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს გრიგოლ იოსელიანს ეკუთნის, მის დასამზადებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 321,18 ლარი დაიხარჯა.

ბიუსტი ტენდერში გამარჯვებულმა “დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლმა” შექმნა.