გორის სოფელ მეჯვრისხევში, მირმანოზ ერისთავის სასახლეს რეაბილიტაცია უტარდება

516

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ისტორიული ძეგლის, მირმანოზ ერისთავის სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც რადიო “მოზაიკას” მერის წარმომადგენელმა, ლექსო ბუჯიაშვილმა უთხრა, სამუშაოები “ქართუ ჯგუფიის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

“ამ სასახლის რეაბილიტაცია დიდი ხნის განმავლობაში იდგა დღის წესრიგში. შემდეგ ერთმა ადამიანმა დაგვაკავშირა “ქართუ ჯგუფთან” და დაინტერესდნენ. რამდენიმე დღეა, დაიწყო სამუშაოები. საკმაოდ ხანგრძლივი დრო დასჭირდება მის სრულ აღდგენას. პროექტის მიხედვით, სასახლეს პირვანდელი სახე დაუბრუნდება”,- ამბობს ლექსო ბუჯიაშვილი.

ინფორომაციისთვის, აღნიშნული ისტორიული ძეგლი მეჯვრისხევის ცენტრში მდებარეობს.