გორში, კულტურის სააგენტოს თანამშრომლების ნაწილს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდება

725

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კულტურის და ტურიზმის სააგენტოს თანამშრომლების ნაწილს ხელშეკრულება მომავალი თვიდან აღარ გაუგრძელდება, – ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” სააგენტოს ხელმძღვანელი ესაუბრა.

გელა კაპანაძის განმარტებით, შტატგარეშე დასაქმებულ პირთა ნაწილს შრომითი ხელშეკრულების ვადა – თვის ბოლოს, ნაწილს კი აგვისტოში ეწურება.

“ეს საკითხი ამ ეტაპზე განხილვა-გადაწყვეტის ეტაპზეა. ზოგს გაუგრძელდება ზოგს შესაძლოა აღარ. და გარკვეული წყვეტა იყოს. მაქსიმალურად ვეცდებით, კადრები შევინარჩუნოთ”, – აღნიშნა გელა კაპნაძემ.

რა პრინციპით გაუგრძელდებათ თანამშრომლებს ხელშეკრულებები, კაპანაძის თქმით, მომავალში გახდება ცნობილი.

სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე იყვნენ დასაქმებულები, პანდემიის გამო სამსახურში მარტის შემდეგ აღარ გამოცხადებულან, თუმცა, ანაზღაურებას მაინც იღებდნენ. მათ 6-თვიანი ხელშეკრულებები თებერვალში გაუფორმეს.