მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, 2020 წლის 8 ივლისს, სოფელ თამარისში ძიუდოს სპორტული დარბაზის მშენებლობის დარჩენილი სამუშაოების შესრულებისათვის 408 452 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში ძიუდოს დარბაზის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის ტენდერი მერიას 2019 წლის 29 იანვარსაც ჰქონდა გამოცხადებული. მაშინ ტენდერში შპს „ანანა“-მ გაიმარჯვა, რომელმაც მარნეულის მერიას დარბაზის აშენება 777 777 ლარად შესთავაზა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძემ...
მარნეულის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი 2019 წლის 24 დეკემბერს მიიღო. ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი ადგილობრივი ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას დაეფუძნა, რომლის მიხედვითაც ხუთი სტრატეგიული მიზანი გამოიკვეთა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. ახალგაზრდების მონაწილეობა, ახალგაზრდების ჯანმრთელობა და ჯანსაღი გარემოს შექმნა, ახალგაზრდებისათვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნა, ახალგაზრდული საქმიანობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა - ეს ის ხუთი სტრატეგიული მიზანია, რომელიც ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტითაა განსაზღვრული. რადიო „მარნეულთან“...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის დასახლებაში აქცია გამართეს. ადგილობრივები სასმელ წყალს ითხოვენ, რომლებიც კერძო კომპანიებს აქვთ მიტაცებული. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. სადგურ მეტეხის დასახლება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, სოფელი მეტეხი კი, - მარჯვნივ: ამ სოფლიდან თითქმის 3 კმ-იანი მილით გამოყვანილი გვაქვს წყალი. ვიდრე სოფლამდე მოვა, ეს წყალი გვერდით მიერთებული მილით მიედინება კერამიკის ქარხანაში და საქონლის სასაკლაოზე, - ამბობენ ადგილობრივები. როგორც...
პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, პირველად საქართველოში, დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება. პროექტი წალკის მუნიციპალიტეტში არსებულ დაშბაშის კანიონზე მოეწყობა. პრემიერის განცხადებით, ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალურია. მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად დაშბაშის კანიონი დაათვალიერა,...
წინა სტატია გორის მერია უნდა ეცადოს, რომ დააინტერესოს ყოფილი ბაზრის ტერიტორიის მესაკუთრე და შესთავაზოს სხვადასხვა ინიციატივა, - ამბობენ ადამიანის უფლებათა ცენტრში. ორგანიზაციის იურისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაა, ხელისუფლებამ მაინც უნდა სცადოს მოძებნოს გზები, რათა ქალაქის ცენტრში არსებული ტერიტორიას საჭირო და სასარგებლო დანიშნულება ჰქონდეს. "იმ პირობებში, როდესაც კონკრეტული ტერიტორია კერძო საკუთრებაშია, რა თქმა უნდა, მერიას არ აქვს შესაძლებლობა თავად განახორციელოს...
კომპანია "ჯიგომ", გორსა და ხაშურში, 3 ობიექტის მშენებლობა მიატოვა. გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ "ჯიგოს" არაერთი გაფრთხილება მისცეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. "ჯიგოს" გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თედოწმინსა და ხელთუბანში სანიაღვრე არხები უნდა მოეწყო. სამშენებლო სამუშაოები 2 თვეში, ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო. მოხსენებითი ბარათების მიხედვით, მას უკვე ეძებდნენ. მიუხედავად ამისა, 2019 წლის დეკემბერში მერიამ "ჯიგოს" ხელშეკრულების ვადა გაუგრძელა. კომპანიამ...
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ პარასკევიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს. როგორც ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი ადგილობრივ, სპეციალურ კომისიასთან ერთად, განახორციელებს. ოზურგეთის მერიაში სექმნილ დაბა გომისმთის  „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის"...
შევარდნაძის მმართველობისას რკინიგზის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ვასილ ჩიგოგიძე, შესაძლოა მმართველი სახელისუფლებო პარტიის მიერ გურიის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად დასახელდეს. ამის შესახებ გურიის მოამბე მმართველი პარტიიდან საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემა წერს, რომ წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე ხელისუფლება ერთ კანდიდატს, ვასილ ჩიგოგიძეს განიხილავს. წარმოშობით ჩოხატაურელი ვასილ ჩიგოგიძე ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი 2003 წელს გახდა და 2003-08 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. სააკაშვილის მმართველობისას ის ყველა...
ადგილობრივი ხელისუფლება კურორტზე უკანონო მშენებლობების მასიური დემონტაჟისათვის ემზადება. ცენტრალური ხელისუფლებისათვის კი გომისმთა არა ტურიზმთან, ან დასვენებასთან - არამედ ოქროს, ალუმინისა და თიხის საბადოებთან ასოცირდება. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს. 27 ივლისს გახდება ცნობილი ის კომპანია, რომელიც გახდება მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული და განახორციელებს საუკუნის პროექტს ოზურგეთისა და გურიისათვის, რაც ბჟუჟჰესიდან კურორტზე მშენებარე ეკლესიამდე თანამედროვე გზის მშენებლობაწს გულისხმობს. თუმცა, მანამდე, ტენდერში მონაწილე...
სხვადსხვა ტიპის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებით ჩვენ ვაძლევთ საშუალებას რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას განავითაროს ბიზნესი და მიიღოს დამატებითი შემოსავალი, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ასურეთის რეაბილიტირებული უბნის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. ცქიტიშვილის თქმით, სახელმწიფოს ინვესტიციები პირველ რიგში გათვლილია ტურიზმის სფეროს განვითარებასა და შემოსავლების ზრდაზე. „აქ გერმანელი კოლონისტები ჩამოსახლდნენ 200 წლის წინ და მას შემდეგ, ეს უკვე ორი ერის ისტორიის ნაწილია. როგორც...
ალამბრის და კონდიდის მოსახლეობა, მერთან შეხვედრის მოთხოვნით, ქობულეთის მერიის შენობასთან შეიკრიბა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მოსახლეობა წლებია საავტომობილო გზის მოწესრიგებას ითხოვს. მერი მოსახლეობას დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მირიან ქათამაძის განცხადებით, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა, სადაც მერი მოსახლეობას ხვდება და მათ პრობლემებს განიხილავს. მოსახლეობა ამბობს, რომ გზის რეაბილიტაციაზე დაპირება მიიღეს, მაგრამ როდის მოგვარდება ეს საკითხი,კონკრეტული ვადა უცნობია. მერი ამბობს, რომ გზის ამ მონაკვეთზე,...
წინა სტატია ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე, სადაც ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაბინძურებული წყალი მოდის, წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები მივიდნენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. მოსახლეობას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფილიალის ახლად დანიშნული მენჯერი გიორგი გრიგოლაშვილი და ახალციხის სერვისცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გოგოლაური შეხვდნენ. „დაუყოვნებლივ მოვახდინეთ რეაგირება თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. ვიყავით ადგილზე. ყველა იმ წერტილში, სადაც გვქონდა წვდომა სინჯები ავიღეთ. ლაბორატორიული კვლევების შედეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას და შესაბამის ღონისძიებებს...
video
"მობილობა ქალაქებისთვის“ - ბათუმში ახალი პროგრამის განხორციელება იგეგმება. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. ეს - ქალაქში სატრანსპორტო ტერმინალებისა და ჭკვიანი შუქნიშნების მონტაჟს, ასევე, აკვაპარკის განახლებას გულისხმობს. ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს. სწორედ პროექტთან დაკაშირებული საკითხები განიხილა ბათუმის მერმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. მხარეებმა ისაუბრეს ტექნიკური მხარდაჭერის დეტალებზე. პროგრამა "მობილობა ქალაქებისთვის“ თვითმმართველობის წახალისებაზეა ორიენტირებული.
ადგილობრივი მოსახლეობა და ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები კვარიათი-სარფის სანაპირო ზოლის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების გაჭიანურებას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე პროექტი არ ჩაბარებულა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მშენებლობას „შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ პირდაპირი შესყიდვების წესით აწარმოებდა და ოპოზიციის ინფორმაციით, მათ  56 მილიონი ლარი მიიტაცეს. ადგილზე სამუშაოების ნაწილი შესრულებულია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს სოფელ აფენში, ზემო და ქვემო ნაშოვარში გზის რეაბილიტაციას, ეზოებში შესასვლელების, მიერთებების, წყალმრიდი მილების და ბეტონის კიუვეტების მოწყობას. წინადადებების მიღება იწყება 12 ივლისს 17 ივლისს დასრულდება. ტენდერი 9 108 386 ლარზეა გამოცხადებული.
დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს. თბილისის მერიის ცნობით, დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მერვე კორპუსის მიმდებარედ, 2 700 კვ.მ ფართობზე არსებული სივრცის მოწყობა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებული პროექტით ხორციელდება. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი, კეთდება საფეხმავლო ბილიკები, უკვე მოეწყო გარე განათების სისტემა. „ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე, მოეწყობა რულონური ბალახი სარწყავი სისტემით. მოსახლეობის თხოვნით, პატარებისთვის გაკეთდება საბავშვო სივრცე....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ