კომპანია ,,ჯიგომ”, გორსა და ხაშურში, 3 ობიექტის მშენებლობა მიატოვა

543

კომპანია “ჯიგომ”, გორსა და ხაშურში, 3 ობიექტის მშენებლობა მიატოვა. გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ “ჯიგოს” არაერთი გაფრთხილება მისცეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

“ჯიგოს” გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თედოწმინსა და ხელთუბანში სანიაღვრე არხები უნდა მოეწყო. სამშენებლო სამუშაოები 2 თვეში, ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო. მოხსენებითი ბარათების მიხედვით, მას უკვე ეძებდნენ.

მიუხედავად ამისა, 2019 წლის დეკემბერში მერიამ “ჯიგოს” ხელშეკრულების ვადა გაუგრძელა. კომპანიამ ავანსად გადახდილი თანხა მიიღო, ასევე, მიიღო პირველი ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოების დროს გაწეული მომსახურების თანხაც.

კომპანია სატენდერო სივრცეში 2019 წლის სექტემბერში გამოჩნდა და ორ თვეში უკვე მისი ძებნა დაიწყეს.

რაც შეეხება ხაშურს, იქ ბორჯომის ქუჩაზე, ღობეების მოწყობის სამუშაოებისთვის იყო გამარჯვებული. ხაშურის მერიამ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო, ხელშეკრულება შეუწყვიტა.