დიღმის მასივის მეექვსე კვარტალში მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

820

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს. თბილისის მერიის ცნობით, დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მერვე კორპუსის მიმდებარედ, 2 700 კვ.მ ფართობზე არსებული სივრცის მოწყობა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებული პროექტით ხორციელდება.

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი, კეთდება საფეხმავლო ბილიკები, უკვე მოეწყო გარე განათების სისტემა.

„ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე, მოეწყობა რულონური ბალახი სარწყავი სისტემით. მოსახლეობის თხოვნით, პატარებისთვის გაკეთდება საბავშვო სივრცე. პროექტს, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გია კონსტრაქშენ“ 248 585 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო. დიდუბის გამგეობა მსგავსი ტიპის სამუშაოებს დამატებით კიდევ რვა მისამართზე ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.